x
image
natia.a
ექსპრეს-ტესტი, რომელიც გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე
ეს მცირე ექსპრეს-ტესტი ძალიან ეფექტურია და სულ რამდენიმე წამში გიჩვენებთ გაქვთ თუ არა მხედველობის პრობლემა და გჭირდებათ თუ არა სათვალის ტარება.


თქვენს წინაშეა ცვალებადი გამოსახულება, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. მასზე გენიალურ ალბერტ აინშტაინს ანაცვლებს მშვენიერი მერლინ მონრო. თუმცა ეს არ არის უბრალოდ ოპტიკური ილუზია. იგი განკუთვნილია ადამიანის მხედველობის ტექტირებისთვის და გეხმარებათ დაადგილოთ, გჭირდებათ თუ არა სათვალე.


თქვენ თავად შეგიძლიათ გაიაროთ ეს ექსპრეს-ტესტი და შეამოწმოთ თქვენი მხედველობა. დაჯექით მონიტორის წინ და შეხედეთ სურათს. თქვენ ალბერტ აინშტაინს უნდა ხედავდეთ. შემდეგ მოშორდით თანდათან მონიტორს - აინშტაინი მშვენიერ მერლინად უნდა გადაიქცეს.


image


ამ სურათის შექმნისას სპეციალისტებმა გააერთიანეს მერლინ მონროსა და ალბერტ აინშტაინის გამოსახულებები. ფიზოკოსის ფოტო შედგება მეტი რაოდენობით პიქსელებისგან, ამიტომ მასზე შეიძლება დაინახოთ ყველა დეტალი: ულვაშები, ნაოჭები და ა.შ. მსახიობის გამოსახულება კი უფრო ბუნდოვანია, რადგან ნაკლები რაოდენობის პიქსელებს შეიცავს და შედეგად მხოლოდ ზოგადი ნაკვთების დანახვაა შესაძლებელი.


სურათის გადიდებისას ყველა დეტალი ხდება უფრო ნათელი ისე, თითქოს თავად უახლოვდებით მას. თუ კარგი მხდეველობა გაქვთ, გადიდებისას მერლინის სახე აინშტაინად გადაიქცევა. ხოლო თუ მერლინი არ იცვლება, მაშინ დროა ოკულისტს მიმართოთ.

image

0
2867
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0