x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ვმართოთ ადამიანი? 10 უტყუარი მეთოდი

image


წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომლის დახმარებით შეძლებთ ადამიანის მართვას.

1. ადამიანს აუცილებლად სახელით მიმართეთ
როცა სხვისგან თავისი სახელი ესმის, პიროვნებას ეს განსაკუთრებით სიამოვნებს და იზიდავს. სახელი ხომ დაბადებიდან ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი ხსენება ფაქტობრივად, ადასტურებს ამათუიმ ადამიანს არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მოსაუბრისგან რაღაცის მიღება გსურთ, მიმართვა აუცილებლად მისი სახელის ხსენებით დაიწყეთ.

2. მოუსმინეთ
აუცილებლად ბოლომდე და ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს, თუნდაც იცოდეთ, რომ ცდება. მაშიონვე ნუ მიახლით, რომ მისი აზრი მცდარია, ჯერ რაიმეში დაეთანხმეთ (მისი საუბრიდან რაღაც ხომ მაინც იქნება თვენი მოსაწონი, თუნდაც ბანალური და საყოველტაოდ აღიარებული აზრი), მისი საუბრიდან შეარჩიეთ ის დეტალები, რაზეც საერთო აზრი გაგაჩნიათ. შემდეგ თქვენი აზრი მოახსენეთ და თანამოსაუბრე ბევრად უფრო შემრიგებლური განწყობით მოისმენს და მიიღებს მას.

3. თახმობის ნიშნად თავი დაუქნიეთ
თავის დაქნევა საზოგადოებაში თანხმობის ნიშნად არის მიღებული. შესაბამისად, როცა რამეს ეუბნებით, პარალელურად თავის დაკვრით თანამოსაუბრეს ვუბიძგებთ გააცნობიეროს, რომ მართალი ვართ. ამ მეთოდის წყალობით, პარტნიორს ბევრ რამეზე დაითანხმებთ.

4. გაიმეორეთ მოსაუბრის აზრები
ამით ფსიქოლოგები კარგად სარგებლობენ. ადამიანს ჯერ ყურადღებით მოუსმენენ და შემდეგ მისი ნაამბობის პერეფრაზირებას ახდენენ. ამით მოსაუბრესთან გარკვეულ კავშირს ამყარებენ. სცადეთ და ნახავთ, რომ მოსაუბრე ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობს თქვენს გვერდით თავს და თქვენს აზრებსაც უფრო გაიზიარებს.

5. ეპირფერეთ
პირფერობა, ანუ როგორც უმეტესობა უწოდებს, "შეტენვა" მხოლოდ იმ ადამიანებთან გამოგადგებათ, ვისაც თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. მათ ისედაც იციან, რომ "მაგრები" არიან და თქვენს ნათქვამს ამის ბუნებრივ დადასტურებად იღებენ. სამაგიეროდ, იმ ადამიანთან, ვინც არ არის თავდაჯერებული ან ზედმეტი ქედმაღლობა არ სჩვევია, ეს მეთოდი "გაგყიდით" და უფრო არასაიმედო პიროვნებად აღგიქვამენ.

6. გაიმეორეთ ჟესტები
მოსაუბრის ქცევების გამეორება, ისევე როგორც ნაამბობის პერეფრაზირება, ადამიანებს შორის ურთიერთნდობის მოპოვებაში სეიოზულ როლს თამაშობს. ზოგიერთი ამას ავტომატურად სჩადის, რადგან ინსტინქტი კარნახობს, რომ ადამიანი მეტად ენდობა მას, ვინც მეტად ჰგავს. მისი ჟესტიკულაციის გამოყენებით თქვენ "მისიანი" ხდებით.

7. შესთავაზეთ ის, რაზეც უარის თქმა ძალიან ძნელია
ეს ტექნიკა ადამიანის "ვალში ყოფნის" შეგრძნებაზე მუშაობს. ამ ფანდის შემდეგ ჯერ რაიმე ძალიან უბრალო სთხოვეთ. შემდეგ კი შეგიძლიათ ფრო "რთულ ამოცანებზეც" გადახვიდეთ. როგორც წესი, უარს არ ამბობენ ხოლმე.

8. დაღლილი თანამოსაუბრე თქვენი კოზირია
გადაღლილი ადამიანისგან სასურველი პასუხის მიღება უფრო ადვილია. როცა ადამიანი ძალაგამოცლილია, ფსიქოლოგიოური ენერგიაც ეცლება და უფრო დამყოლი ხდება სხვისი მოთხოვნების მიმართ. შეიძლება იმ წუთშივე ვერ შეგისრულოთ თხოვნა, თუმცა დაპირებაც საკმარისია, რაზეც დასვენების შემდეგაც ვეღარ იტყვის უარს.

9. ითხოვეთ დახმარება
დახმარების თხოვა ნუ მოგერიდებათ. ისინიც კი შეაწუხეთ, ვინც თქვენი ახლო მეგობარი არ არის. თხოვნა შეიძლება წვრილ-წვრილი ნაკლებშემაწუხებელი იყოს, სამაგიეროდ დიდი სანსია, რომ მომავალშიც შეასრულებს თქვენს თხოვნებს.

10. მოითხოვეთ მეტი
სთხოვეთ ადამიანს რაიმე ძალიან ღირებული, რაზეც იცით, რომ ნამდვილად უარს გეტყვით. მატრთლაც უარს გეტყვით, სამაგიეროდ ცოტა ხნის შემდეგ ტქვენი ნამდვილი თხოვნა გაანდეთ და იმის გამო, რომ ერთხელ უარი გითხრათ, ძალიან დიდი სანსია, რომ ამ თხოვნაზე უარს აღარ გეტყვით.

0
1250
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0