x
image
worldsport.ge
დანიელე რუგანის რეკორდები

imageიტალიური "ემპოლის" 20 წლის მცველმა დანიელე რუგანიმ იტალიის სერია A-ში კარიერაში პირველად აწ დასრულებულ სეზონში ითამაშა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მცველმა სეზონის რეკორდი დაამყარა. რუგანი სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ერთადერთი გამოდგა, რომელმაც მოედანზე ყველა სათამაშო წუთი გაატარა, ჯამში - 3420. მან "ემპოლის" ღირსება 38 მატჩში დაიცვა და გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის არასდროს შეუცვლია. რუგანიმ აღნიშნულ შეხვედრებში 3 გოლის გატანაც მოახერხა.
გარდა ამისა, იგი კიდევ ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა – რუგანის, მიუხედავად სარეკორდო ნათამაშები წუთებისა, არცერთხელ მიუღია ყვითელი ბარათი, რაც უადაოდ აღსანიშნი ფაქტია.
ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და იგი ზაფხულიდან ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდება.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0