x
image
Guns N Roses
საქართველოს სამოქალაქო ომი

image1991 წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელთა მონაწილეების 97 % დათანხმდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმავე წლის 9 აპრილს კი 1918 წლის კონსტიტუციის საფუძველზე საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამ მოვლენების პარალელურად კი რუსეთმა მოახერხა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) შექმნა. 1991წლის 21 დეკემბერს ყაზახეთში დსთ-ს პირველი სამიტი გაიმართა, სადაც უკვე 11 სახელმწიფო იყო გაერთიანებულია, თუმცა საქართველო მყარად იდგა თავის პოზიციაზე და არ აპირებდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იდეებს, მათ ამ ორგანიზაციის შექმნით პრაქტიკულად სურდა, რომ გავლენა არ დაეკარგა ყოფილი სსრკ-ს წევრ ქვეყნებზე. რუსეთმა მოახერხა არეულობის შექმნა ქვეყანაში და 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო ე. წ. „სახალხო აჯანყება“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება.
მოვლენებს მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე ასე იგონებს :
„1991-92 წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ.“

ომი დასრულდა აჯანყებულების გამარჯვებით, ხოლო ქვეყნის მართვა "სამხედრო საბჭომ" ჩაიბარა, თუმცა მათ მაინც ვერ მოახერხეს ქვეყანაში წესრიგის დამყარება და 1992 წლის მარტში მოსკოვიდან მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, თუმცა ქვეყანაში ამ დროს უკვე დაწყებული იყო შეუქცევადი პროცესები სეპარატისტულად განწყობილ ძალებში, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს და მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოდან გამოყოფა.


0
379
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0