x
image
ციცი
Mediator image
ირინა სარიშვილი-"მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორობით რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში ჩადგა!"

image
ირინა სარიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნას სოციალური ქსელით გამოეხმიანა:

"ამ წუთას ჩემი პრობლემები იმდენი მაქვს, რომ არ უნდა მეცალოს და არც მცალია სხვა არაფრისთვის.
მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და არ შემიძლია გაჩუმება იმ თემაზე, რაც ჩვენს მომავალს ეხება.
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორობით რუსეთთან დაპირისპირების ავანგარდში ჩადგა!
როგორ დასრულდება ეს ბრძოლა, არავინ იცის. პოლიტიკაში გარანტიები არ არსებობს!
ამ ბრძოლაში ქართველის და მასთან ერთად უკრაინელების გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და არც კი ვიცი, რა ვუწოდო მას, ვისაც ეს არ ესმის!
ოდესის ოლქში მოსახლეობის ერთი მესამედი რუსია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სახის ინფორმაცია, პასკვილი და ცილისწამება წამოვა ამ ერთი მესამედიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ!
ქართველებო! გთხოვთ, გემუდარებით – არ აყვეთ!
როგორც არ უნდა გძულდეთ მიშა, რა პრეტენზიებიც არ უნდა გქონდეთ მის მიმართ, შეჩერდით! ის დღეს საქართველოს ოკუპანტის – რუსეთის წინააღმდეგ პირისპირ ომშია!
გყავდეთ ხელისუფლებაში ივანიშვილი, თუ ასე გინდათ! ოღონდ იქ გაჩერდით, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, თუნდაც სამომავლო!
ყველაზე სამართლიანი პრეტენზიაც უკან იწევს, როცა საქმე საქართველოს მომავალს ეხება!
წარმატებებს გისურვებ, მიშა!
შეგახსენებთ ყველას, ვისაც "არ გახსოვთ":
მე ნაცი არ ვარ!
მე უბრალოდ ქართველი ვარ!
P.S. უმორჩილესად გთხოვთ ყველას: ვინც არ მეთანხმებით, ნუ ჩამაყენებთ საქმის კურსში და ამ სტატუსს გვერდი აუარეთ! ძალიან გთხოვთ! საკმარისია ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუებები."
image

0
1517
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0