x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94865
  • ვიდეო:342602
  • სურათი:456919
ნუ დატოვებთ მობილურ ტელეფონს საძინებელში!

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს უდევს და დაახლოებით ნახევარი საერთოდაც მას მაღვიძარის სახით იყენებს.


image
















თუმცა ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმ ეფექტით, რასაც ჩვენზე ახდენს მობილური ტელეფონი _ გარდა იმისა, რომ მისი გამოსხივება უშუალოდ მოქმედებს თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვძინავს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ.


image












მეცნიერები და ექიმები ერთხმად გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთ დავიძინებთ, თუ საძინებელი ზონიდან მოვაცილებთ მობილურ ტელეფონს და ასევე სხვა ელექტრონულ მოწყობილობას. დოქტორ გაი მედოუზის თქმით, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტში უძილობის პრობლემებზე მუშაობს, საძინებელი უნდა იყოს საძინებელი და მასში არ არის ადგილი არც ტელევიზორისთვის, არც კომპიუტერისა და არც მობილური ტელეფონებისთვის.


image













ექიმი გაი მედოუზი, როგორც ამბობს, თავის სმარტფონს ყოველთვის სამზარეულოში ტოვებს _ რაც შეიძლება შორს საძინებლისგან.
მობილურ ტელეფონთან ახლოს ძილი იწვევს თავბრუსხვევას და თავის ტკივილს.


image














ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის ჩარლჩ ჩეიზლერის ვარაუდით, მობილური ტელეფონიდან გამომავალი მცირე შუქიც კი, მძინარე ადამიანის თვალის ბადურას აღიზიანებს და ბევრ პრობლემას იწვევს.


image












ამიტომ დაუყუნებლივ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს რჩევა და მობილურ

ტელეფონთან ერთად ძილს მოეშვას, უფრო მეტიც სადაც გძინავთ მანდ მობილურ

ტელეფონს გამორთულ მდგომარეობაშიც ნუ დადებთ.


1
3319
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
3319
  
2015, 31 მაისი, 11:11
მართალია, მე არასოდეს ვტოვებ მობილურს საძინებელში, მაგრამ სხვებისთვის მაინც გავაზიარე:))
0 1 1