x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეიძლება ჩემი გარდაცვლილი ძმის სახეს შევეხო?-ამერიკაში გარდაცვლილი მამაკაცის სახე სხვა მამაკაცს გადაუნერგეს
imageრიჩარდ ნორისმა, რომელიც ახლა 39 წლისაა დაიმახინჯა თავის სახე, როდესაც 1997 წელს შემთხვევით იარაღი გაუვარდა.მას შემდეგ მამაკაცმა 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწია.


15 წლის შემდეგ ნორისს ავტოკატასტროფაში დაღუპული 21 წლის ჯოშუა ავერსანოს სახე გადაუნერგეს, რომელიც 2012 წელს დაიღუპა.


ჯოშუას დედამ თანხმობა განუცხადა მედიკოსებს შვილის სახის გამოყენებზე და დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა.


"გვიხარია, რომ მისი დახმარება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ გადავიტანეთ უმძიმესი დანაკარგი"-განაცხადა ჯოშუას დედამ.



ტრანსპლანტაციის შემდეგ გადარჩენის შანსი 50%-იყო.

image


ოპერაცია 36 საათი გრძელდებოდა მერილენდის სამედიცინო ცენტრში(აშშ), გადარჩენის შანსი 1/1-ზე იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა რიჩარდ ნორისს სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს მედიკამენტების მიღება, იმისთვის, რომ იმუნიტეტმა არ უკუაგდოს გადანერგილი უცხო ორგანო.


imageამასობაში კი ინტერნეტში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, სადაც გარდაცვლილი ჯოშუას და რებეკა ავერსანო ოპერაციიდან 3 წლის შემდეგ ხვდება რიჩარდ ნორისს და ეკითხება:" შეიძლება ჩემი გარდაცვლილი ძმის სახეს შევეხო, რომელთანაც ერთად გავიზარდე?"



1
892
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
892
  
2015, 31 მაისი, 11:57
უფ რას აღარ აკეთებენ უკვე გაგიჟდება კაცი :X
0 1 1