x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

ვინ უწოდა ქალებს სუსტი სქესი?! ის აზრი, რომ ქალი, როგორც სუსტი სქესი, სხვადასხვა საქმიან პოზიციებზე არ უნდა იყოს წარმოდგენილი, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტ როლს ხშირად სწორედ მანდილოსნები თამაშობენ. დღეს ქალის სტატუსი ისევე დაფასებულია, როგორც მამაკაცის. უძველესი დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა თუ ეპოქაში ცხოვრობდნენ ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. წარმოგიდგენთ ამ ქალების მცირე ნაწილს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დაგვამახსოვრეს თავი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადატრიალება მოახდინეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.
* “მეფური ნაბიჯია წამოაყენო დაცემული''- დედა ტერეზა (1910-1997)
დედა ტერეზა იყო კათოლიკე მონაზონი, რომელმაც ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში. ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.image* “დადგება დღე, როდესაც ეს საშინელი ომი ბოლოსდაბოლოს დამთავრდება.დადგება დრო, როცა ჩვენ კვლავ ვიქნებით ადამიანები და არა უბრალოდ ებრაელები''!- ანა ფრანკი (1929-1945)
პატარა ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან სამალავში აფარებდა. იგი განთქმულია „ანა ფრანკის დღიურით“, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. image* “ყველას სჭირდება იყოს დაფასებული. ყველას აქვს იმის პოტენციალი, რომ რაღაც უკან გასცეს''- პრინცესა დაიანა (1961-1997)
პრინცესა დაიანა იყო პრინც ჩარლზის პირველი ცოლი და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე. ცნობილია როგორც პრინცესა დაიანა, ლედი დაიანა ან ლედი დი. პრინცესა დიანა, ცნობილი, როგორც "ხალხის პრინცესა". მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქველმოქმედებას. დაიანა გამოირჩეოდა საზოგადო მოღვაწეობით და ქველმოქმედებით. ის თანამშრომლობდა საქველმოქმდო ფონდებთან, რომლებიც ეხმარებოდნენ უსახლკაროებს, მოხუცებს, მუშაობდნენ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ნარკომანებთან, სიმსივნით და შიდსით დაავადებულებთან. აქტიურად მონაწილებოდა საქველმოქმედო აქციებში, ხოლო 1996 წლიდან ჩაერთო ნაღმების საწინააღმდეგო კამპანიაში. image* “რაც უფრო ცუდადაა ქალის საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს ის''-კოკო შანელი (1883-1971)
მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. image* “წარმატება მაშინ მოდის, თუ საქმეს გულს უდებ, და უცებ ხვდები – ესეც არაა საკმარისი, მეტი გარჯა და გამოკვეთილი მიზნის განცდა გჭირდება” - მარგარიტ ტეტჩერი (1925-2013)
მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და ერთადერთი ქალბატონი ამ პოსტზე. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა „რკინის ლედის“, მეტსახელი, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან. მისი პოლიტიკა ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. image* “ ისტორია – საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით''-ინდირა განდი (1917-1984)
ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. ის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ქალი გახლდათ. სწორედ ინდოეთის თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა ეს ქალბატონი. image

6
444
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
444
  
2015, 30 მაისი, 23:29
ჩემი რესპექტი შენ გვანც, კარგია ძალიან :*
2015, 30 მაისი, 18:44
კარგი სტატიაა
2015, 30 მაისი, 18:37
გაიხარე.
2015, 30 მაისი, 18:35
კარგია... გავაზიარეეეე)))
2015, 30 მაისი, 18:20
მადლობა. ეგ არაფერი :D
2015, 30 მაისი, 18:17
საინტერესოა და ვწუხვარ ლიმიტი რომ ამომეწურა.
0 1 6