x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სასწრაფო ინფორმაცია, იაპონიაში ვულკანმა გაიღვიძა.

imageკუტინო-ერაბუს კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. მთა ტოკიოს დასავლეთით 200 კილომენტრის მანძილზეა. ამოფრქვეული ფერფლის გამო, რომელიც ჰაერში გაიფანტა, დაშავებულია 15 პირი, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. ვულკანის მახლობლად იმყოფება 250 ტურისტი, რომლებიც მთაში სამოგზაუროდ იყვნენ წასული.ვულკანის ამოფრქვევის გამო, იაპონიიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულიდან 140-მდე ადამიანი გაიყვანეს. პრემიერმინისტრის განკარგულებით, უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელმაც საშიში ზონიდან 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადაიყვანოს. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ საფრთხის უმაღლესი - მე-5 დონე გამოაცხადა. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის ევაკუაციას სპეციალურ ცენტრებში ახორციელებს.იაპონიის მთავრობამ ანტიკრიზისული შტაბი შექმნა, სამხედრო ძალები კი ვერტმფრენებით მოსახლეობის დასახმარებლად უკვე გაემგზავრნენ.







0
596
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0