x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
მართლმადიდებლური სამყაროს მოქმედი მეთაურები
image




I - ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები






1. "პატრიარქი" - ბართლომეოს I (Βαρθολομαίος Α)



image

სრული ტიტული: მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი.


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: დიმიტრიოს არხონტონისი (1940)


საპატრიარქო რეზიდენცია და საკათედრო ტაძარი მდებარეობს კონსტანტინეპოლში (სტამბული), თურქეთი



კონტანტინეპოლის ეპარქია დაარსდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ.


ავტოკეფალია 330 წლიდან.


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია I ადგილი.


მრევლი: 3 800 000 საბერძნეთში; დიასპორაში 1 500 000


საეკლესიო ენა: ბერძნული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, თურქული


ეპარქიები: კონსტანტინოპოლი; ათონის მთა; კრეტა; დოდეკანესი და ჩრდილოეთ საბერძნეთი










2. "პატრიარქი" - თეოდორე II (Θεόδωρος Β)


image

სრული ტიტული: მისი ღვთაებრივი უნეტარესობა, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, ხუთქალაქისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაჲ მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული.


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: ნიკოლაოს ხორეფტაკისი (1954)


კათედრა: ალექსანდრია, ეგვიპტე


ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია

მოციქულ მარკოზ მახარებლის მიერ 63 წელს. კონსტანტინოპოლის აღზევებამდე ალექსანდრია იყო მთავარი ქრისტიანული ცენტრი აღმოსავლეთში, მისი ეპისკოპოსები ატარებდნენ (და დღესაც ატარებენ) "პაპის" ტიტულს.


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია II ადგილი.


მრევლი: უკანასკნელ პერიოდში ალექსანდრიის საპატრიარქო ატარებს ინტენსიურ მისიონერულ მოღვაწეობას:

უგანდა: 1 500 000

კენია: 1 000 000

კონგო: 1 000 000

კამერუნი: 1 000 000

ეგვუპტე: 350 000

ტანზანია: 40 000

სამხრეთ აფრიკა: 40 000


ამჟამად აფრიკის კონტინენტზე არის 6 500 000 მართლმადიდებელი ქრისტიანია და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.


საეკლესიო ენა: ძველი ბერძნული, არაბული


ეპარქიები: სრულიად აფრიკა










3. "პატრიარქი" - იოანე X (يوحنا العاشر يازجي)


image

სრული ტიტული: უნეტარესი პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა.


ეროვნება: არაბი


ერისკაცობაში: იუჰანა ალ-იაზიჯი (1955)


კათედრა: დამასკო, სირია


ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია პეტრე და პავლე

მოციქულების მიერ.


ავტოკეფალია 451 წლიდან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია III ადგილი


მრევლი: 1 000 000


საეკლესიო ენა: ბერძნული, არაბული


ეპარქიები: სირია; ლიბანი; ერაყი; ქუვეითი










4. "პატრიარქი" - თეოფილოს III (Θεόφιλος Γ)


image

სრული ტიტული: უწმინდესი და უნატარესი კირ თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა.


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: ილია იანოპოლუსი (1952)


კათედრა: იერუსალიმი, ისრაელი


ქრისტიანული ეკლესია იერუსალიმში დაფუძნებულა მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის მომენტში და ითვლება ყველაზე დიდ ეკლესიად, რადგან აქედან გავრცელდა ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში.მას სიონის ეკლესიასაც უწოდებენ. მართლმადიდებელი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად ითვლება მოციქული იაკობი.


ავტოკეფალია მოციქულთა პერიოდიდან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია IV ადგილი


მრევლი: 130 000


საეკლესიო ენა: არაბული, ბერძნული, ინგლისური


ეპარქიები: ისრაელი; პალესტინა;იორდანია; საუდის არაბეთი









5. "პატრიარქი" - კირილე I (Кирилл I)


image

სრული ტიტული: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი.


ეროვნება: რუსი


ერისკაცობაში: ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი (1946)


კათედრა: მოსკოვი, რუსეთი


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა კირილეს და მეთოდეს ( ბერძენი ძმები, ბერები, ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდი IX საუკუნის დასაწყისი, წარმოშობით თესალონიკიდან, რომელთაც მიუძღვით ღვაწლი სლავური ანბანის შექმნაში, ამ ანბანს სხვანაირად კირილიცასაც უწოდებენ). მიერ.


ავტოკეფალია 1589 წლიდან


"მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უსამართლოდ უკავია საქართველოს ადგილი V"


მრევლი: 100 000 000-ზე მეტი რუსეთში


საერკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (რუსული)


ეპარქიები: რუსეთი; უკრაინა; ბელარუსი; მოლდოვა; ყაზახეთი;

ყირგიზეთი; უზბეკეთი; თურქმენეთი; ტაჯიკეთი; აზერბაიჯანი; ლიტვა; ლატვია;

ესტონეთი; მონღოლეთი; იაპონია; ჩინეთი.











6. "პატრიარქი" - ილია II


image

სრული ტიტული: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.


ეროვნება: ქართველი


ერისკაცობაში: ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი (1933)


კათედრა: მცხეთა-თბილისი, საქართველო.


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა მოციქულ

ანდრია პირველწოდებულის მიერ.


ავტოქეფალია 486 წელი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისგან;

1917 წელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან

1990 წელი კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიისგან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია VI ადგილი


მრევლი: 3 500 000


საეკლესიო ენა: ქართული (ნუსხური)



ეპარქიები: სრულიად საქართველო










7. "პატრიარქი" - ირინეოს II (Иринеј II)


image


სრული ტიტული: მთავარესპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრადისა და კარლოვაცისა და პატრიარქი სრულიად სერბეთისა.


ეროვნება: სერბი


ერისკაცობაში: მიროსლავ გავრილოვიჩი (1930)


კათედრა: ბელგრადი, სერბეთი


სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა მოციქულ

ანდრია პირველწოდებულის მიერ.


ავტოკეფალია 1219-1463, 1557-1766, 1920–დან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია VII ადგილი


მრევლი: 9 000 000


საეკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (სერბული)


ეპარქიები: სერბეთი; მონტენეგრო; ბოსნია და ჰერცეგოვინა; ხორვატია; უნგრეთი;
მაკედონია












8. "პატრიარქი" - დანიელი (Daniel)


image

სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა და დობრუჟისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა.


ეროვნება: რუმინელი


ერისკაცობაში: დან ილე ჩობოტეა (1951)


კათედრა: ბუქარესტი, რუმინეთი


რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა IV საუკუნეში.


ავტოქეფალია 1925 წლიდან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია VIII ადგილი


მრევლი: რუმინეთში 18, 806, 428; მოლდოვაში 720, 000


საეკლესიო ენა: რუმინული


ეპარქიები: რუმინეთი, მოლდოვა











9. "პატრიარქი" - ნეოფიტე (Неофит)


image


სრული ტიტული: სრულიად ბულგარეთის პატრიარქი.


ტახტზე ავიდა: 2013 წლის 24 თებერვალი


ეროვნება: ბულგარელი


ერისკაცობაში: სიმეონ ნიკოლოვ დიმიტროვი (1945)


კათედრა: სოფია, ბულგარეთი


ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა ანდრია პირველწოდებულის

მიერ.


ავტოქეფალია 919 წლიდან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია IX ადგილი


მრევლი: 10 000 000


საეკლესიო ენა: საეკლესიო სლავური (ბულგარული)


ეპარქიები: სრულიად ბულგარეთი












10. "მთავარეპისკოპოსი" ქრიზოსტომოს II (Χρυσόστομος Β)


image


სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა.

ტახტზე ავიდა: 2006 წლის 5 ნოებერი


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: იროდოტ დიმიტრიუსი (1941)


კათედრა: ნიქოზია, კვიპროსი



კვიპროსის ეპარქია დაარსდა 47 წელს, მოციქულ ბარნაბას მიერ. თავდაპირველად იყო ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია. 431 წლიდან კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოა.

ამჟამად კვიპროსის ეკლესია შედგება ერთი საარქიეპისკოპოსოსა და 5 ეპარქიისაგან, აქვს 500 მეტი ეკლესია და 9 მონასტერი.


1974 წელს თურქეთის მიერ ოკუპირებული იქნა კუნძულის 35%. "სადაც მიმდინარეობს ქრისტიანული ტაძრებისა და სიწმინდეების განადგურება". სულ ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს 514 ეკლესია, სამლოცველო და მონასტერი.


ავტოკეფალია 431 წლიდან


მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია X ადგილი.


მრევლი: 700 000


საეკლესიო ენა: ბერძნული


ეპარქიები: სრულიად კვიპროსი












11. "მთავარეპისკოპოსი" - იერონიმოს II (Ιερώνυμος B)


image

სრული ტიტული: ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა.


ტახტზე ავიდა: 2008 წლის 7 თებერვლი


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: იოანის ლიაპისი (1938)


კათედრა: ათენი, საბერძნეთი



საბერძნეთი წარმოადგენდა ადრეული ქრისტიანობის ცენტრს. საპატრიარქოების ჩამოყალიბების შემდეგ ის დაექვემდებარა კონსტანტინპოლის პატრიარქს. მეფე ოტოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით საბერძნეთის ეკლესიამ ავტოკეფალია 1833 წელს გამოაცხადა. აღიარება მან მხოლოდ 1850 წელს მიიღო.


ავტოკეფალია 1833 წლიდან


დაარსდა მოციქულების მიერ.


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია XI ადგილი.


მრევლი: 10 000 000


საეკლესიო ენა: ბერძნული


ეპარქიები: სრულიდ საბერძნეთი











12. "მიტროპოლიტი-მთავარეპისკოპოსი" - ანასტასი (Αναστάσιος Γιαννουλάτος)


image


სრული ტიტული: მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.


ტახტზე ავიდა: 1992 წლის 24 ივნისი


ეროვნება: ბერძენი


ერისკაცობაში: ანასტასიოს იანოლატოსი (1929)


კათედრა: ტირანა, ალბანეთი


ალბანეთის ეპარქია დაარსდა X საუკუნეში და დაექვემდებარა ბულგარეთის ეკლესიას.

ხოლო XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან გადავიდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის

იურიზდიქციაში.

მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია XII ადგილი.


ავტოკეფალია 1912 წლიდან


მრევლი: 700 000


საეკლესიო ენა: ალბანური; ბერძნული


ეპარქიები: სრულიად ალბანეთი











13. მიტროპოლიტი საბა (Sawa)


image
სრული ტიტული: პოლონეთის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა.


ტახტზე ავიდა: 1998 წლის 12 მაისი


ეროვნება: პოლონელი


ერისკაცობაში: მიხალ გრიცუნიაკი


კათედრა: ვარშავა; პოლონეთი

პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 966 წელს თავად მიეშკოს (პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი თავადი (960-992)) მიერ.


მართლმადიდებელი ეკლესიების დიპტიქში უკავია XIII ადგილი


ავტოკეფალია 1924 წლიდან


მრევლი: 1 000 000


საეკლესიო ენა: პოლონური


ეპარქიები: პოლონეთი; ბრაზილია












14. მიტროპოლიტი ქრისტეფორე (Kryštof)


image


სრული ტიტული: ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი პრაღისა, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა.


ტახტზე ავიდა: 2006 წლის 2 მაისი


ეროვნება: ჩეხი


ერისკაცობაში: რადიმ პულეცი (1953)


კათედრა: პრაღა, ჩეხეთი


ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა

კირეს და მეთოდეს მიერ 863 წელს.


მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში უკავია XIV ადგილი


ავტოკეფალია 1951 – 1998 წლიდან


მრევლი: 100 000


საეკლესიო ენა: სლავური (ჩეხური)


ეპარქიები: ჩეხეთი, სლოვაკეთი










15. მიტროპოლიტი ტიხონი (Tikhon)


image
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა.


ტახტზე ავიდა: 2012 წლის 13 ნოემბრი


ეროვნება: ამერიკელი (ფრანგი)


ერისკაცობაში: მარკ მოლარდი (1966)


კათედრა: კოლუმბიის რაიონი, ვაშინგტონი, ა.შ.შ.

ყველაზე ახალგაზრდა ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესია.

ეკლესიას 1975 წლის 10 აპრილს ავტოკეფალია მიანიჭა რუსეთის ეკლესიამ, არ სცნობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი.


მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში უკავია XV ადგილი


მრევლი: 1 000 000


საეკლესიო ენა: ინგლისური


ეპარქიები: ა.შ.შ; კანადა









ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები





1. სინაის მთის მართლმადიდებელი ეკლესია


image

სინაის მთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია დედოფალ ელენესა და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ. სინაის ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება იერუსალიმის ეკლესიას. მისი იურისდიქცია ვრცელდება სინაის მთაზე, სადაც უფალმა ღმერთმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ძველი აღთქმის სჯული.


მრევლი: 1 000 000


სინაის მთის მართლმადიდებელი ეკლესიას მეთაურობს

მთავარეპისკოპოსი დამიანე


image
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი სინას მთისა, ფარანისა და რაითისა.











2. ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია

image


ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია სერგი და გერმანე ვალაამელების მიერ. ამ ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება ფინეთის რესპუბლიკაზე. მართლმადიდებლობა ლუთერანობასთან ერთად გამოცხადებულია ფინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რელიგიად.


ფინეთის ავტონომიური ეკლესია კანონიკურად ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.


მრევლი: 100 000


ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიას მეთაურობს მთავარეპისკოპოსი ლეონი


image

სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი კარელიისა და სრულიად ფინეთისა.












3. იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია

image

იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მოციქულთასწორი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზ კასატკინის მიერ. მასვე ეკუთვნის წმ. წერილისა და ლიტურგიკული წიგნების თარგმანი იაპონურ ენაზე.

იგი კანონიკურად მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.


ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო


მრევლი: 50 000


იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიას მეთაურობს

მიტროპოლიტი-მთავარეპისკოპოსი დანიელი

image
სრული ტიტული: მთავარეპისკოპოსი ტოკიოსი და მიტროპოლიტი სრულიად იაპონიისა.











4. ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია

image

ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 1917 წელს.


იმყოფება კონსტანრინეპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.


ავტონომიას არ ცნობს რუსეთის საპატრიარქო


ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიას მეთაურობს

მიტროპოლიტი სტეფანე


image


სრული ტიტული: ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი.











5. ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო

image

ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 1685 წელს. გადმოცემის მიხედვით

ჩინეთში პირველად იქადაგა თომა მოციქულმა.


იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიზდიქციაში.


ავტონომიას არ ცნობს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო


ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესიას მეთაურობს მიტროპოლიტი საიდი


image
სრული ტიტული: მთვარეპისკოპოსი პეკინისა და მიტროპოლიტი სრულიად

ჩინეთისაა.

6
751
10-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
751
  
2015, 3 ივნისი, 11:14
გაიხარე მეგობარო
2015, 3 ივნისი, 11:14
მადლობა მაკა. გაიხარე
2015, 3 ივნისი, 10:41
ამის არ გაზიარება ცოდვაც კია. :)
2015, 2 ივნისი, 23:03
არ იდარდო, მე გავაზიარე ;)
2015, 2 ივნისი, 18:34
ძალზე საი ნტერესო სტატიაა და ლიმიტს რა ვუთხარი, თორემ...
0 1 6