x
image
ვიზა კოხაძე
17 წლიანი მმართველობის შემდეგ "ფიფას" პრეზიდენტი კვლავ იოზეფ ბლატერი გახდა ( + ვიდეოები )
imageმიუხედავად ბოლო დროინდელი დაკავებებისა და ატეხილი ბინძური სკანდალისა, საფეხბურთო ასოციაციების აერთაშორისო ფედერაციას კვლავ და უკვე მერამდენედ იოსეფ ბლატერი უხელმძღვანელებს.როგორ განვითარდა მოვლენები და რა ხდებოდა ყრილობაზე? როგორც უცხოური პრესა და ტელევიზია აცნობდა საზოგაცდოებასარჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტი ვერ აირჩიეს, რადგან პრეტენდენტობის კანდიდატებს შორის 140 ხმა იყო საჭირო და მისი შეგროვება ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ მოახერხა. ამას დაემატა ცრუ განგაში და ანონიმური ზარები თითქოსდა შენობაში ბომბი იყო, რამაც ლამის ჩაშალა ყრილობა.image

შესვენების შემდეგ კენჭისყრა თავიდან დაიწყო და 206 ბიულეტენი ვარგისად ჩაითვალა, საიდანაც იოსეფ ბლატერმა ხმათა უმრავლესობა - ანუ 133 ხმა მიიღო.მისი პირველი მოწინააღმდეგე კი იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი მხოლოდ და მხოლოდ 73 ხმით.

ცნობისათვის იოსეფ ბლატერი უკვე 17 წელია " ფიფას" პრეზიდენტია და კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით კომიტეტის წევრების გახმაურებული დაკავება მიზეზი უნდა გამხდარიყო ბლატერისთვის ყრილობი დელეგატებს უარი ეთქვათ მომდევნო არჩევნებზე გამარჯვებისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ " ფიფას" პრეზიდენტობისთვის 79 წლის სეპ ბლატერი და 39 წლის იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი ბოლომდე იბრძოდნენ, პირველი ტურის შემდეგ კი იორდანიის პრინცმა კანდიდატურა მოხსნა.ისევე, როგორც მანამდე კანდიდატურა მოხსნა ფუგომ.


P. S. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეფასებით ბოლო 24 წლის განმავლობაში ფიფას ჩინოვნიკებმა ქრთამის სახით საერთო ჯამში 150 მილიონ დოლარზე მეტი აიღეს. აშშ-ის იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის ლორეტა ლინჩის განცხადებით, ფიფას ჩინოვნიკებს 47 პუნქტში ედებათ ბრალი. მათ შორისაა რეკეტი, თაღლითობა და ფულის გათეთრება. ბრალდება მოიცავს კენჭისყრის ეპიზოდს, რომლის დროსაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აირჩიეს. გენპროკურორის თქმით, ეჭვმიტანილია ფიფას ჩინოვნიკების ორი თაობა. ვაშინგტონის განცხადებით ფიფას კორუმპირებულმა მაღალჩინოსნებმა დაარღვიეს ამერიკული კანონები და ზიანი მიაყენებს აშშ-ის ფინანსურ სისტემას.

image

0
73
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0