x
image
natia.a
სცენები, რომლებიც საბჭოთა ცენზურამ ყველასთვის საყვარელი კომედიებიდან ამოჭრა
image
ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოთა ფილმები ფართო ეკრანზე გასვლამდე საკმაოდ მკაცრ ცენზურას გადიოდა, რათა სახემწიფო პოლიტიკასა და იდეოლოგიასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. თუმცა იცით კი რომელი სცენები იქნა ამოღებული ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი კომედიებიდან? ამ ყველაფერს ქვემოთ შეიტყობთ...


1. "კავკასიელი ტყვე ქალი"

image

გაიდაის საკულტო კომედიიდან ეთიკური მოსაზრების გამო ამოიღეს მშვენიერი ანიმაციური დასაწყისი და მის მაგივრად დატოვეს მხოლოდ ყვითელი ასოები შავ ფონზე. ჩანაფიქრი შემდეგ იყო: კადრში ჩანდა ღობე, წარწერით “Маша дура”, რომელზეც აძვრება ცნობილი სამეულიდან ჯერ ერთი და დაწერს დიდ ასო Х-ს, შემდეგ მეორე მიაწერს У-ს, მესამე კი ვეღარ მოასწრებს ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვის დასრულებას, რადგან პოლიციელი გამოჩნდება. მაგრამ ადვილად გამოძვრება სიტუაციიდან და სწრაფად დაასრულებს წარწერას შემდეგნაირად: “...дожественный фильм” და კადრიდან გადის.



2. "ბრილიანტის ხელი"

image

გონებაგამჭრიახმა ლეონიდ გაიდაიმ თავის გენიალურ კომედიაში არაერთი სცენა გადაარჩინა ე.წ. "სოკოს" ხრიკით. მან ცენზორების ყურადღება გადაიტანა ნამდვილად საეჭვო მომენტებიდან იმით, რომ ფილმის ბოლოს ჩასვა ბირთვული აფეთქების კადრები და განაცხადა, რომ თანახმაა ნებისმიერი რამ ამოიღოს ფილმიდან, გარდა ამ კადრებისა. საერთო ჯამში ჩანაფიქრმა გაამართლა! თუმცა ცენზურამ რაღაცის ამოღება მაინც მოითხოვა. მაგალითად სცენისა, სადაც მთავარი გმირი სვამს და ამბობს - “Коньяк доктора советуют" ("ექიმები კონიაკს გვირჩევენ"), რადგან ქვეყანაში მაშინ "მშრალი კანონი" მოქმედებდა.


3. "ივან ვასილის ძე პროფესიას იცვლის"

image

ამ ფილმში გაიდაის არ გაუმართლა და მთელი 10 წუთით შემოკლება მოუხდა. "ისტორიული პიროვნების შეურაცხყოფად" მიიჩნიეს და ამოიღეს სცენა, სადაც ივანე მრისხანე შურიკის სამზარეულოში კოტლეტებს წვავს. შეამოკლეს კადრები, რომელშიც სამეფო პალატებში მილოსლავსკი ხატებს იპარავს. ასევე შეცვალეს პასუხი ბუნშის შეკითხვაზე - "За чей счет этот банкет, кто оплачивать будет?" ("ვის ხარჯზეა ეს ბანკეტი, ვინ გადაიხდს?"): ორგინალი პასუხის - “Народ, народ, батюшка” ("ხალხი, ხალხი, ძიაკაცო") - მაგივრად ჩასვეს "Во всяком случае, не мы" ("ყოველ შემთხვევაში ჩვენ არა").


4. "მიმინო"

image

"მიმინოში" ზოგიერთი ეპიზოდი რამდენჯერმე ამოიღეს, შემდეგ კი ისევ დააბრუნეს. თუმცა საბოლოოდ ფილმიდან ამოჭრეს სცენა სასტუმრო “Россия”-ს ლიფტში, რომელშიც მიმინო და სომეხი მძღოლი ხვდება ორ, ერთნაირად ჩაცმულ იაპონელს, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან "ყველა რუსი ასე ერთმანეთს როგორ ჰგავს".


5. "მოხუცი ხულიგნები"

image

დამდგმელებმა მშვენიერი დევნის სცენა გადაიღეს, სადაც “ვოლგა” მიწისქვეშა გადასასვლელში ჩადის პირდაპირ კიბეზე, შემდეგ კი ისევ საფეხურებით ადის ფეხით მოსიარულეთა ხიდზე. კასკადიორებიც და ოპერატორებიც დიდ რისკზე წავიდნენ: არ გადაკეტეს გადასაღები მოედანი, არ გააფრთხილეს გამვლელები, დაარღვიეს უამრავი საგზაო წესი იმის გამო, რომ ყველაფერს ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა. გოსკინოში კი ამ ეპიზოდის ამოჭრა ერთადერთი ფრაზით ახსნეს: "ხვალ ყველა ასე დაიწყებს სიარულს"...

4
3742
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3742
  
2019, 6 იანვარი, 11:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 5 ივნისი, 10:40
მესმის, ცენზურა იყო ხშირად გადაჭარბებული და დღევანდელი გადასახედიდან - უადგილო. მაგრამ ეს - დღევანდელი გადასახედიდან. არ დაგვავიწყდეს, რომელი წლები იდგა მაშინ? რა იდეოლოგიას ატარებდა და იცავდა მაშინდელი სსრკ? ბევრ დღევანდელ მოვლენასა და ფაქტებს სრულიად განსხვავებულად შეაფასებენ 40-50 წლის შემდეგ :)
2015, 30 მაისი, 16:39
სიამოვნებით წავიკითხე
2015, 30 მაისი, 8:36
კაი იყო))))))
0 1 4