x
image
worldsport.ge
ფიფას პრობლემა 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატია

imageფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ციურიხში მიმდინარე კონგრესზე განაცხადა, რომ 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლების რუსეთისა და ყატარისთვის მინიჭებამ, ორგანიზაციას პრობლემები შეუქმნა.
“ჩვენ ორჯერ დავასახელეთ და დავამტკიცეთ 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები. 2010 წლის 2 დეკენბერს აქ, ციურიხში, როდესაც ორივე მსოფლიო თასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ და მაშინ არჩევანი სხვა ქვეყნებზე რომ შეგვეჩერებინა, ვფიქრობ, პრობლემებიც ბევრად ნაკლები გვექნებოდა. მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ვეღარაფერს შევცვლით” - თქვა ბლატერმა.
გარდა ამისა, მან ფიფაში აგორებულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა აღიარა და სურს ის ორგანიზაციის სხვა წევრებთან გაინაწილოს.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ შორის აღმასკომის ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო. ყველა მათგანი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში და რადგან გამოძიება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ბიურომ დაიწყო, მათი ექსტრადაცია აშშ-ი უნდა მოხდეს, რათა საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდეს. ამასთან, დღეს ფიფას კონგრესმა ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მოქმედ პრეზიდენტ ბლატერს კონკურენციას იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი უწევს.
რუსეთს და ყატარს 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება 2010 წლის დეკემბერში მიენიჭათ. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა რუსეთის გარდა ინგლისს სურდა და შეტანილი იყო ორი ერთობლივი განაცხადი - ესპანეთი-პორტუგალია და ბელგია-ჰოლანდია. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებისთვის ყატარს კონკურენციას აშშ, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და იაპონია უწევდნენ.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1290
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0