x
image
worldsport.ge
“რამაზ შენგელიაზე” ტაბლოსა და მოედნის საფარს მიხედეს

imageქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც “ტორპედო” საშინაო მატჩებს ატარებს, ტაბლო შეაკეთეს და მოედნის საფარის მოწესრიგებას შეუდგნენ. ამის შესახებ “ტორპედოს” ვებგვერდთან ქუთაისური საფეხბურთო კლუბის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგა ჩუბინიძემ ისაუბრა.
“საფეხბურთო სეზონის დასრულებისთანავე ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები მოედნის გასაუმჯობესებლად. სულ მალე მოხდება მინდვრის შეთესვა, მასზე სასუქისა და ქვიშის შეტანა. ამასთან ერთად მისი სისტემატური მორწყვაც საჭიროა. ახლახან შევიძინეთ ბალახის საკრეჭი ტრაქტორიც. საბედნიეროდ, სრულად უზრუნველყოფილი ვართ იმისთვის, რომ მინდორს ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამაც პრობლემები ვერ შეუქმნას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სხვა ბუნებრივსაფარიანი მოედნების მოვლაც. ასევე, შეკეთდა ტაბლო, რომლისთვისაც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო, რაც არცთუ მარტივი საქმე იყო. სამუშაო ჯგუფთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ყველანაირი პირობა შევუქმნათ სასურველი შედეგების მისაღწევად” – აღნიშნა ჩუბინიძემ.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0