x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ გამოიყურება მაიკლ ჯეკსონის " რანჩო", რომელიც 100 მილიონად იყიდება ( + ფოტოები და ვიდეო )

imageმიუხედავად იმისა, რომ პოპ ვარსკვლავის რანჩოზე ვეღარ ნახავთ სპილოებს და მომღერლის საყვარელ მაიმუნებს, რომლებიც უამრავი ჰყავდა ჯეკსონს, მისი " რანჩო", რომელიც კალიფორნიის გარე უბანში სანტა ბარბარაში მდებარეობს, 100 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდება - წერს ბრიტანული პრესა.imageimageimageimageimageროგორც უძრავი ქონების სააგენტო "WSJ" იტყობინება, ახალი მყიდველის საკუთრებაში გადავა 22 დასახელების და მათ შორის მთავარი - ნორმანდიული სტილის სასახლე, 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ექვსი საძინებელი თანმხლები მომსახურე პერსონალით.იმ შემთხვევაში, თუ ახალ მფლობელს სურს გასართობად, მაშინ სხვა სიახლეს სთავაზობენ დაინტერესებულ კლიენტებს - არსებობს კიდევ ორი სასტუმრო სახლი ორი და ოთხი საძინებლით.მიუხედავად იმისა, რომ გასართობი პარკი გასაყიდთა სიიდან ამოღებულია, არსებობს აუზი ტალავერით, კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და ულამაზესი სამწვადე პატარა ვილა.ცნობისათვის, სახლი მდებარეობს ორ ტბას შორის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.imageimageimageimage

ფოტოებზე კარგად ჩანს პოპ ვარსკვლავის გემოვნება, რაც აისახება მის საცეკვაო დარბაზზე, საკონფერენციო და სასტუმრო ოთახებზე, სააბაზანოზე, სამზარეულოზე, გემოვნებით აგებულ ჯაკუზზე და ა. შ.imageimageimageimageimageimageწყაროს ინფორმაციით ეს ადგილი მაიკლ ჯეკსონისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო და მომღერალი თავისუფალ დროს თითქმის აქ ატარებდა, სადაც აუარებელი სტუმარი თუ მეგობარი მიჰყავდა. საინტერესოა ელიზაბეტ ტეილორის ქორწილის ამსახველი ფოტოები, რომელიც სწორედ ამ " რანჩოზე" დაქორწინდა.ეს იყო 1991 წელს, როდესაც ტეილორი მერვედ, მაგრამ უკანასკნელად გაჰყვა ცოლად Larry Fortensky.საქორწინო ცერემონიას მაიკლ ჯეკსონთან ერთად მისი შვილი Майкл Уилдинг младший ესწრებოდა - წერს წყარო.

imageimage

P. S. ეს ვიდეო კი 1996 წელს არის გადაღებული, სანამ "პოპის მეფე" ლიზა მარი პრესლისთან (Lisa Marie Presley" განქორწინდებოდა.














0
532
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0