x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
როგორ ვებრძოლოთ კიბოს: - "ჟოლო კიბოს უჯრედების 90 პროცენტს ანადგურებს, ხოლო ფორთოხლის წვენის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ კიბოს განვითარების საფრთხე"
image"ფორთოხლის წვენის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ კიბოს განვითარების საფრთხე" - განაცხადეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.ბევრი ფიქრობს, რომ ფორთოხლისმიღება წვენზე უფრო სასარგებლოა.


ახალმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. წვენში ბევრი შაქარია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას წვენიდან უკეთ ითვისებს, ვიდრე ხილიდან.


ფორთოხალი მდიდარია ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა კაროტინოიდები და ფლავონოიდები. მათ გააჩნია მრავალი სასარგებლო თვისება, მაგალითად ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფორთოხლის პასტერიზებულ წვენში, წარმოების პროცესში, რამდენადმე ქვეითდება კაროტინოიდებისა და С ვიტამინის შემცველობა. ამავდროულად, ამგვარი წვენის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის მათ ბიოშეღწევადობას, ანუ ორგანიზმს შეუძლია აითვისოს და გამოიყენოს გაცილებით მეტი ნივთიერება.image


ორკლემსონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოარკვიეს, რომ ჟოლო კიბოს უჯრედებს ანადგურებს. მეცნიერები ცხოველებს აძლევდენენ ჟოლოს გამონაწვლილს, შედეგად ნაწლავის სიმსივნის უჯრედების 90%-ზე მეტი იღუპებოდა, - წერს "Medikforum".
ცნობილია, რომ ჟოლოს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ჟოლო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო განსაკუთრებულ კომპონენტს. სპეციალისტების აზრით, არც ერთ ცნობილ ანტიოქსიდანტს არ შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედების 90%. ალბათ, კიბოს კლავს ჟოლოში არსებულ ნივთიერებათა ნაერთი.imageჟოლოს გააჩნია სხვა სასარგებლო თვისებებიც: მასში ბევრია С ვიტამინი და მაგნიუმი.ორგანიზმს შეუძლია აითვისოს და გამოიყენოს გაცილებით მეტი ნივთიერება.image

0
534
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0