x
image
worldsport.ge
მარტინომ ჩილეში წამსვლელი 23 ფეხბურთელი შეარჩია

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ კოპა ამერიკის გათამაშებისთვის "ალბისელესტეს" საბოლოო, 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა გაფართოებული შემადგენლობიდან ის 23 ფეხბურთელი იხმო, რომელთაც ჩილეში გასამართ ჩემპიონატზე დაეყრდნობა.
მარტინოს რჩეულთა შორის მოხვდა ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კარლოს ტევესი, ხოლო ნაკრებს მიღმა დარჩნენ ესპანური "ვალენსიას" ორი ფეხბურთელი, ლუკარ ორბანი და ენცო პერესი.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: მარიანო ანდუხარი ("ნაპოლი"), სერხიო რომერო ("სამპდორია"), ნაუელ გუზმანი ("ტიგრესი")
მცველები: პაბლო საბალეტა ("სიტი"), ფაკუნდო რონკალია ("ჯენოა"), მარტინ დემიჩელისი ("სიტი"), ესეკიელ გარაი ("ზენიტი"), ნიკოლას ოტამენდი ("ვალენსია"), მილტონ კასკო ("ნიუელს ოლდ ბოისი"), მარკო როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი")
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო ("ბარსელონა"), ლუკას ბილია ("ლაციო"), ფერნანდო გაგო ("ბოკა ხუნიორსი"), ხავიერ პასტორე ("პარი სენ ჟერმენი"), რობერტო პერეირა ("იუვენტუსი"), ევერ ბანეგა ("სევილია"), ერიკ ლამელა ("ტოტენჰემი")
თავდამსხმელები: კარლოს ტევესი ("იუვენტუსი"), ანხელ დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ესეკიელ ლავესი ("პარი სენ ჟერმენი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), სერხიო აგუერო ("სიტი"), გონსალო იგუაინი ("ნაპოლი")
არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ურუგვაის, პარაგვაისა და იამაიკის ნაკრებები იქნებიან.
ჩილეში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 4 ივლისს დასრულდება.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0