x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ნიაზ დიასამიძე საზოგადოებას მიმართავს
image


1 ივნისს კრისტის აუქციონზე გასაყიდად გატანილი იქნება ფიროსმანის ტილო “არსენალის მთა ღამით”, იგი როგორც რუსული არტისა ნამუშევარი ისეა მოხსენიებული.თუმცა საინფორმაციო ბუკლეტში მითითებულია, როგორც ქართველი ავტორი.


ამ ფაქტთან დაკავშირებით მუსიკოსმა ნიაზ დიასამიძემ საზოგადოებას მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა.მის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“გამარჯობა. აუქციონზე იყიდება ფიროსმანის ნამუშევარი. ხომ არ იცნობთ
ისეთ ქართველს რომელიც შეიძენს ამ ნახატს, დააბრუნებს საქართველოში და, რა
თქმა უნდა, აჩუქებს მუზეუმს?! პ.ს. ვოცნებობ.

მაქვს მეორე ვერსიაც 1 $ დავდოთ 1 000 000-მა მოქალაქემ და დავიბრუნოთ
ფიროსმანის ფერწერა! აუქციონი ტარდება პირველ ივნისს, შანსი გვაქვს და თუ
მივაწვებით, გამოგვივა. ძალა ერთობაშია!”



საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიმართა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს, რომ მოხდეს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

მუზუმი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას იმაზე, რომ ქართველო მხატვრების და ხელოვანები ნამუშევრები არ იყოს ინდენტიფიცირებული როგორც რუსული არტის ნიმუში და მოხდეს მათი გამიჯვნა შესაბამის განყოფილებასთან.

image


http://artinfo.ge/2015/05/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AB/

1
187
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
2015, 28 მაისი, 18:26
სხვაც ბევრი რამე გაზიდეს მეფის რუსეთის პერიოდში და ერმიტაჟშია გამოფენილი.
პირადად მეტსაც გავიღებდი...
0 1 1