x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ათენის აკროპოლისი

imageძვ.წ 5 საუკუნის შუახანებისთვის კლასიკური ხელოვნების განვითაარება ახალ საფეხურზე ადის. იწება ე.წ მაღალი კლასიკური სტილი. ამ პერიოდში ათენის დემოკრატის განვითარება თავის ზენიტს აღწევს, დგება პერიკლეს მმართველობის პერიოდი. ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ძეგლი ათენის აკროპოლისია. იგი ბერძენ-სპარსელთა ომის დროს მცირე ხნით აღებულ იქნა მტრების მიერ, დაიწვა და დაინგრა და სწორედ 5ს-ის 2 ნახევრის დასაწყისისთვის ათენელებმა გდაწყვიტეს მისი აღდგენა. მოწივიეს საუკეთესო ხუროთმოძღვრები: მნესიკლესი, იქტნოსი, კალიკრატესი.ხელმძღვანელად დაინიშნა უდიდესი ბერძენი მოქანდაკე ფიდეასი. მხატვრული ანსამბლი იწყებოდა ციხესიმაგრის კარების შემდეგ საზეიმო კარიბჭით ე.წ პროპილეით იგი წარმოადგენდა ორმარშიან კიბეს, გადახურულს სვეეტებიანი პორტიკით, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა დორიული და იონური ორდერის კოლონები შსასვლელის ერთ მხარეს იყო პინაქოტეკი (ხელოვნების საცავი) და ბიბლიოთეკი, ხოლო მეორე მხარესნიკე აპტეროსის მცირე ზომის ტაძარი. ნიკეოპტეროსი ააგო კალიკრატემ. ნიკე-აპტეროსის ტაძარი წარმოადგენს ე.წ ტაძრებს ანტებზე. ანტებია შვერილები და სწორედ ამ ორ ვიწრო მხარეს არის ეს შვერილები დაგვირგვინებული ოთხ-ოთხ სვეტიანი იონური ორდერის კოლონებით ტაძარი გამოირჩევა განსაკუთრებული მოხდენილობით და ამასთან ზომიერი და ჰარმონიული პროპორციებით.
აკროპოლისის ამ პირველიკომპლექსის გავლის შემდეგ ადამიანი ხვდებოდა დიდ ეზოში, რომლის ღერძს წრმოადგენდა ათენა პრომახოსის ქანდაკება (პრომახოსი შუბოსანს ნიშნავს). პართენონი აკროპოლისის ყველაზე მაღალ ადილზე დგას, ისე რომ შესვლისთანავე ნაგებობა მთელი თავისი დიდებულებით წარმოსდგება.
პართენონი ააგეს აქტინემ და კალიქრატემ. მიუხედავად დიდი ზომებისა, პართენონი არ ტოვებს დამთრგუნველ შთაბეჭდილებას

პართენონის საპირისპიროა ერეხთენის ტაძარი. ავტორი უცნობია ეს ნაგებობა 5ს-ის ბოლოს იქნა აგებული და მასში აისახა ის სტილისტური ცვლიილებები, რომელიც კლასიკური სტილის შემდგომ განვითარებაზე მიგვანიშნებს, გვიან კლასიკურ ეტაპზე. ნაოსს უკვე ოთხი მხრიდან კოლონადა კი არ არტყია, რამდე სამი მხრიდან აქვს პორტიკები, ოლო მეოთხე მხარეს იონური კოლონადა ერწყმის ფასადზე, რაც სავსებით ხლებურია. ასევე ახალია ფასადში ჩასმული ფანჯარა . მეორე ვიწრო ფასადზეც პორტიკია, 6 იონური კოლონით .მეოთხე ფასადზე კიდეში მცირე ზომის პორტიკია, სადაც სვეტების ნაცლად კორიატიდებია ანუ ქალის ქანდაკებები. ამდენად არცერთი ფასადი არ იმეორებს ერთმანეთს რაც არღვევს მთლიანობას.

0
1826
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
1826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0