x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
აშშ-ში მფრინავმა თეფშმა ტბის წყალი შეისრუტა
მფრინავმა, რომელმაც ისურვა ინგოკნიტოდ დარჩენილიყო, ცნობილ ამერიკელ უფოლოგს სკოტ უარინგს (Scott C. Waring)გაუზიარა მომხდარი ფაქტი, ხოლო უარინგის მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

image


ადგილობრივი ავიახაზების მცირე გაბარიტიანი თვითმფრინავის პილოტმა, როდესაც ნევადის აეროპორტისკენ ეშვებოდა, Scotts Flat-ის ტბის თავზე დაინახა თეფშის ფორმის ობიექტი.

წყალსაცავი ხელოვნურია, მაგრამ ძალიან წარმტაცი, შექმნილი კაშხლის ხარჯზე.ცაზე დაკიდებულ ობიექტიდან ტბამდე გაჭიმული იყო ნახევრადგამჭვირვალე წვრილი ზოლი.



მფრინავი როცა მიუახლოვდა დაინახა, რომ ზოლი წყლის იყო.იგი ცდილობდა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს რადიოთი დაკავშირებოდა მაგრამ პასუხი არ მიიღო.


მალე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გაფრინდა, ხოლო წყლის ზოლი გაიფანტა.


image

უფოლოგები მიიჩნევენ, რომ პილოტი შეხვდა უცხოპლანეტელთა ხომალდს, რომლებიც წყალს იპარავდნენ, მათი აზრით რაღაცისთვის სჭირდებოდათ.


უფრო მეტიც, უფოლოგების აზრით არა მარტო წყალი შეისრუტეს, არამედ ტელეპორტირებაც გაუკეთეს, რადგან ტბაში წყალმა აშკარად დაიკლო, ხოლო "თეფშში" ამდენი წყალი არ დაეტეოდა.

image



მცირე ინფორმაცია ტბა Scotts Flat-ზე.-განთავსებულია ზღვის დონიდან 940 მეტრზე Tahoe National Forest -ის ნაკრძალში, დაახლოებით 10 კილომეტრია ქალაქ ნევადიდან.უკავია 340 ჰექტარი.აქ ხშირად მოდიან ადგილობრივები საბანაოდ და პიკნიკზე.


სკოტ უარინგმა გაიკითხა, მფრინავის გარდა ხომ არ იყო სხვა მოწმეებიც.როგორც აღმოჩნდა თეფში დაინახეს ტბის სანაპიროდან და მენავეებმაც.არსებობს გადაღებული ფოტოებიც.

უფოლოგები ამჟამად გამოძიებით არიან დაკავებულები.

image

3
909
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
909
  
2015, 20 ივნისი, 20:55
რეზო, წყაროს გარეშე სტატიას საიტზე ვერ დადებ, შესაბამის გრაფაში აუცილებელია წყაროს მითითება.
წინააღმდეგ შემთხვევაში სტატიას ვერ გამოაქვეყნებ.
2015, 20 ივნისი, 20:52
წყარო მანახე საიდან მოიძიე ეს. აშკარად ტყუილია!
2015, 27 მაისი, 19:31
საინტერესოა
0 1 3