x
image
ვიზა კოხაძე
"თავხედური კორუფცია, ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო დანაშაული" - "FIFA" - ს ოფიცილური პირები დააპატიმრეს ( + ფოტოები )

imageimage" თავხედური კორუფცია და ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო დანაშაული' - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი და სააშკარაოზე გამოაქვს დღის მთავარი თემა - შვეიცარიის პოლიციამ "FIFA" აღმასრულებელი კომიტეტის წევრები ფულის გათეთრების ბრალდებით გამთენიისას შვეიცარიაში, ციურიხის ერთ - ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დილის 6 საათზე დააკავა.image

პოლიცია ორგანიზაციის 10 ჩინოვნიკს ოფიციალურად დაკითხავს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის არჩევნების მასპინძლობის კენჭისყრაში იღებდნენ მონაწილეობას.ამოღებულია სხვადასხვა დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც ციურიხის შტაბ - ბინაში ინახებოდა.და ეს ყველაფერი ხდება ორი დღით ადრე "FIFA" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, როგორც ცნობილია 29 მაისს ყრილობაა დანიშნული - წერს წყარო.ამ დროისთვის ცნობილია " ფიფას" 9 ჩინოვნიკი და ესენი არიან; - ფიფას ყოფილი ვიცე - პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, ხულიო როშა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესქუველი, ხოსე მარია მარინი, ნიკოლაი ლეოსი.imageimageimageimageimageimageimage





გარდა ამისა, დაკავებულია ასევე სპორტული - მარკეტინგის ხელმძღვანელები - ალექსანდრო ბურზასო, აარონ დევიდსონი, ჰუგო ჯინკისი და მარიანო ჯინკისი.ხელისუფლება და პროკურატურა ბრალს წაუყენებს ასევე ჯოზე მარგულის, რომელიც შუამავალი და ხელისშემწყობი გახლდათ უკანონო გადასახადების.imageსეპ ბლატერი კი, რომელიც მეხუთედ მიიღებს " ფიფას" საპრეზიდენტო არჩევნები მონაწილეობას, ერთ - ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ იორდანიის პრინცს ალი ბინ ალ ჰუსეინს მიიჩნევს. პრეს სამსახურის უფროსის უოლტერ დე გრეგორიოს განცხადებით, image(რომელმაც ნაჩქარევად მოიწვია პრესკონფერენცია ციურიხში), გამორიცხულია განმეორებით ჩატარდეს კენჭისყრა 2018 - 2022 წლების მსოფლიო თასის ჩატარების ადგილებზე, რომლებიც რუსეთში და კატარშია გადაწყვეტილი. საპრეზიდენტო არჩევნები კი, როგორც დაგეგმილი იყო, ისე ჩატარდება.ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: – " Блаттер и генеральный секретарь ФИФА Жером-Вальке не были вовлечены в разбирательстве и выборы президента будут идти вперед, как планировалось".image

1
33
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
33
  
2015, 27 მაისი, 17:58
ნძირლები
0 1 1