x
image
მანჩო 777
ერთი შეხედვით ის ბებერი ხის მორს წააგავს, მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ...
საუკუნოვანი ტრადიცია ხეზე კვეთისა ჩინეთში დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ახლა მან უკვე სულ სხვა ფორმები შეიძინა. ბევრი თანამედროვე სკულპტორი აგრძელებს ამ ძველ ტრადიციას, მაგრამ მათ შორის უდაოდ გამორჩეულია ხეზე კვეთის ოსტატის ჩჟენ ჩუნხუის ნამუშევრები. მათ მართლაც რომ აღტაცებასა და განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.


image


დღეს საუბარი გვექნება ამ სკულპტორის მიერ შექმნილ განსაცვიფრებელ და უნიკალურ შედევრზე, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.


სულ ცოტაოდენი ხნის წინ ჩენხუიმ შექმნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა სახელწოდებით "ცინმინის ფესტივალი მდინარესთან ახლოს". ხეში ნაკვეთი ქანდაკების სიგრძე 12 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე -3 მეტრს.



image


წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა სკურპულოზური მუშაობა დასჭირდებოდა ამ ქანდაკების შექმნას. მის ზედაპირზე ოსტატმა 550 გმირი ამოტვიფრა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხეებსა და სახლებზე.


image


ჩუნხუიმ სკულპტურის შესაქმნელად შთაგონება ჩან ცეძიანის ცნობილი ნახატის მიხედვით აიღო. სწორედ ამ მხატვარს ეკუთვნის ტილო

''ცინმინის ფესტივალი მდინარესთან ახლოს", რომელიც ХI საუკუნის სუნების დინასტიის პეროიდისაა.


image


ჩჟენ ჩუნხუის მიერ შექმნილი სკულპტურა უმცირეს დეტალებში გამოსახავს სუნის დინასტიის ცხოვრებას მათი მმართველობის პერიოდში.


image

სკულპტორი თავის ქმნილებაზე ოთხი წელი მუშაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი ცინმინი - ეს უძველესი ჩინური დღესასწაულია მიცვალებულების მოხსენიებისა, რომელსაც გაზაფხულის ბუნიობიდან 15 დღის მერე აღნიშნავდნენ.


image


სკულპტურა პეკინის მუზეუმშია გამოფენილი. ერთი შეხედვით რთული დასაჯერებელია, რომ ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუში ადამიანის ხელმა შექმნა.

8
380
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
380
  
2015, 28 მაისი, 12:04
მართლაც საოცარი ნამუშევარია.ყოჩაღ ოსტატს და მადლობა თქვენ :)
2015, 27 მაისი, 21:49
ძალიან მაგარია, სტატიაც და ქანდაკებაც. დაუჯერებელია, რომ მხოლოდ 4 წელი იმუშავა მის შექმნაზე ავტორმა.
2015, 27 მაისი, 21:15
ძაან მაგარია :*
2015, 27 მაისი, 19:24
გაიხარეთ:)
2015, 27 მაისი, 18:44
კაი სტატია:)
2015, 27 მაისი, 17:54
ძალაინ მაგარია
2015, 27 მაისი, 17:49
საოცარი ნამუშევარია მალადეც!!!
0 1 8