x
image
მანჩო 777
ათი უძველესი გამოგონება, რომლებიც ბევრს თანამედროვე ჰგონია
ეს ათი ნივთი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ატრიბუტია. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი ტექნიკურმა პროგრესმა წარმოშვა, მაგრამ ეს ასე სულაც არაა: ბევრი მათგანი იმ დროს გაჩნდა, როცა მეცნიერება ჯერ კიდევ განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ნივთი, რომლებიც საუკუნეების და ათასწლეულების წინაც კი შეიქმნა.





image





1. საპონი(2800 წელი ჩვენს ერამდე)


image

არსებული მონაცემებით, საპონს ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და შუმერებში აწარმოებდნენ (დაახლოებით 2800 წლის წინ ჩვენს ერამდე). საპნის მომზადების ტექნოლოგიის აღწერა ნაპოვნია მესპოტამიაში აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე, რომლებიც დათარიღებულია დაახლოებით 2200 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასევე უძველესი ეგვიპტური პაპირუსი, დათარიღებული 2500 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მოგვითხრობს, რომ ეგვიპტელები დასაბანად სისტემატურად გამოიყენებდნენ საპონს. ფართოდ გამოიყენებოდა ჰიგიენის ეს საშუალება ძველ რომშიც.



2. ღილები (2800 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე)


image

ყველაზე ძველი ღილები და ღილისმაგვარი ნივთები, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც მორთულობა და არა ტანსაცმლის შესაკრავი საშუალება, ნაპოვნია ინდოეთში, მდინარე ინდის დაბლობზე. ისინი მიეკუთვნებიან ინდური ცივილიზაციის კოტ-დიჯის ეპოქას (დახლოებით 2800-2600 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე). ბრინჯაოს ხანის მსგავსი საგნები ნაპოვნი იქნა ჩინეთშიც (2000-1500 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ასევე ძველი რომისა და ძველი სებერძნეთის ტეროტორიებზე, ხოლო ფუნქციური დატვირთვის მქონე ღილები, რომლებიც უკვე ტანსაცმლის შესაკრავად გამოიყენებოდა, პირველად XIII საუკუნის გერმანიაში გაჩნდა.



3. ამწე კრანი (დაახლოებით VI საუკუნე ჩვენს ერამდე)


image

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწყობილობის უმეტესი ნაწილი წინა საუკუნეში იქნა კონსტრუირებული, თავად ამწე კრანის მექანიზმი გამოგონებული იქნა ძველი ბერძნების მიერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 515 წელს.




4. კბილის პასტა (IV საუკუნე)


image

სულ პირველად კბილის პასტა მოხსენიებულია ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის ძველეგვიპტურ მანუსკრიპტში. მის შემადგენლობაში შედიოდა მარილის ფხვნილი, წიწაკა, პიტნის ფოთლები და ირისის ყავვილები.




5. ტუალეტის ქაღალდი (VI საუკუნე)


image

ქაღალდის გამოყენება სანიტარულ-ჰიგიენური საჭიროებისათვის პირველად ჩინეთში დაიწყეს ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. პირველად ის მოხსენიებულია 589 წლით დათარიღებულ წყაროში. 1390 წლისათვის კი იმპერატორის კარისათვის 712 000 ფურცელ ტუალეტის ქაღალდს ამზადებდნენ. აქედან 15 000 ფურცელი განსაკუთრებულად მზადდებოდა პირადად იმპერატორის ოჯახისათვის. არსებობდა ტუალეტის ქაღალდის სახესხვაობები: სქელი, რბილი და სურნელოვანი.



6. ქაღალდის ფული (VIII საუკუნე)


image

პირველად ფულადი ბანკნოტები ჩინეთში გამოჩნდა ტინების დინასტიის მმართველობის დროს, კერძოდ VIII საუკუნეში. ჩვენი წელთაღრიცხვის 700-იან წლებში ჩინელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ლითონის მონეტების ტარება მძიმე და მოუხერხებელი იყო, ამიტომ მათ უპირატესობა ქაღალდის ბანკნოტებს მიანიჭეს, ხოლო 960 წლისათვის ჩინეთში მონეტების მოსაჭრელი ლითონის ისეთი დეფიციტი შეიქნა, რომ მთელი ქვეყანა მასიურად გადავიდა ქაღალდის ფულზე.




7. ნაღმი ( XIII საუკუნე)


image


ჯოზეფ ნიდემს და მის წიგნს "მეცნიერება და ცივილიზაცია ჩინეთში" თუ დავუჯერებთ, ჩინეთის სუნის დინასტიის მეომრები მონღოლი მარადიორების წინააღმდეგ თავდაცვით სტრატეგიაში აქტიურად გამოიყენებდნენ ასაფეთქებელ ნაღმებს. მსგავსი ნაღმების პირველი კონკრეტული მაგალითი 1277 წელს განეკუთვნება.




8. მზისგან დამცავი სათვალეები (XIII საუკუნე)


image

უამრავი სხვადასხვა აზრი არსებობს მზის სათვალების გამოგონების შესახებ. პირველ რიგში ის სწორედ ტერმინთან "მზისაგან დამცავი სათვალები" არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ რომაელი იმპერატორი ნერონი ადევნება გლადიატორების ბრძოლას თვალს ზურმუხტის სარკის საშუალებით. პიზელი ბერის ჯორდანო დე პოზას ჩანაწერების მიხედვით, მზისაგან დამცავი პირველი სათვალეები გაჩნდა იტალიაში 1286 წელს. ამასვე ადასატურებს სხვა ბერის-ალესანდრო დელა სინას მიერ გაკეთებული ქრონიკაც. სხვა ვერსიის მიხედვით, რომელსაც პროფესორი ბერტოლდ ლაუფერი - გერმანელი ანთროპოლოგი ამტკიცებს, მზისგან დამცავ სათვალეებს ინდური წარმოშობა აქვს.



9. პარაშუტი (XV საუკუნე)


image

ითვლება, რომ პარაშუტის შექმნის იდეა პირველად ლეონარდო და ვინჩის მოუვიდა აზრად. 1495 წელს გაკეთებულ მის ხელნაწერში მოხსენიებულია მთიდან უსაფრთხო დაშვება გახამებული ტილოს კარავის საშუალებით, რომლის ზომაც იყო 12/12 წყრთა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შუა საუკუნეების სიგრძის ერთეული - წყრთა 50-60 სანტიმეტრს უდრიდა, ამ მოწყობილობით სავსებით შესაძლებელი იყო სიმაღლიდან დაშვება, რადგან თანამედროვე პარაშუტების დიამეტრიც თითქმის ამდენივეა – 5-6 მეტრი.

უნდა აღინიშნოს, რომ ლეონარდო და ვინჩი არ იყო პირველი, ვისაც აზრად მოუვიდა პარაშუტის შექმნა. უძველესი ჩანაწერები მოწმობს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ადამიანი ცდილობდა ხიდან, მთიდან, გორაკიდან, სახლის სახურავიდან დაშვებას გაშლილი ქოლგისმაგვარი მოწყობილობის საშუალებით. ეს ნახტომები ხშირად მთავრდებოდა დასახიჩრებებით და სიკვდილითაც კი, რადგან მაშინ არავინ არ იცოდა ჰაერის წინააღმდეგობის კანონები. სწორედ ლეონარდო და ვინჩი იყო პირველი, ვინც ზუსტად გამოიცნო დაშვებისათვის უხიფათო პარაშუტის ზომები.



10 გაზეთი (XVII საუკუნე)


image

თანამედროვე გაზეთის წინაპრად ითვლება ძველ საბერძნეთში არსებული ახალი ამბების გამავრცელებლები. ეს იყო ჩვეულებრივი, ხელით გადაწერილი გრაგნილები, სადაც ქალაქში მომხდარი ახალი ამბები იყო აღწერილი. მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი გაზეთი კი - VIII საუკუნის ჩინეთში გამოსული "დედაქალაქის მაცნეა". მასში თავსდებოდა იმპერატორის მიერ გაცემული ბრძანებები და ცნობები მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. გაზეთები იბეჭდებოდა დაფებზე, რომლებზეც ამოჭრილ იეროგლიფებს ფარავდნენ ტუშით და უკეთებდენ ნაყშებს.

ევროპული პერიოდული გაზეთის დაბადების თარიღად კი ითვლება 1605 წელი. მისი პირველი ეგზემპლარი გამოვიდა სტრასბურგში. ის იწყებოდა სიტყვებით «Relation: Aller Fürnemmen». მის გამომცემელი რედაქტორი იყო ტიპოგრაფი იოჰან კაროლუსი, რომელიც მანამდე ხელნაწერი გაზეთების შედგენით იყო დაკავებული.

5
2041
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2041
  
2015, 29 მაისი, 9:56
ძაან საინტერესოა
2015, 29 მაისი, 1:02
ძალიან კარგი სტატიაა, წარმატებები
2015, 28 მაისი, 17:43
ეგ რა თქმა უნდა, ეგრე იქნება. კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორია ხომ ცვლილებებით არის სავსე..მხოლოდ ჩვენ ვერ გავიგებთ მაგას, არაცანდა , სამწუხაროდ :(
2015, 28 მაისი, 17:35
იცი რა მიკვირს რომელი ქვეყნებიდან მოდის ცივილიზაცია და ახლა რომელი ქვეყნებია განვითარებული..ალბათ ერთი 500-ან 1000წლის შემდეგ იტყვიან ამერიკაზე და იაპონიაზე ..აი ესა და ეს ამ ქვეყენაში გამოიგეონეს ამ ტექნოლოგიებში იყვნენ მოწინავენიო და იმ დროს სულკ სხვა ქვეყანა იქნება ალბათ მსოფლიო ჰეგემონი..შეიძლება ისეთიც ახლა რომ ვერც წარმოგვიდგენია
0 1 5