x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ათი საოცრად საინტერესო ფაქტი გველების შესახებ

გველი ქვეწარმავალთა ისეთი სახეობაა, რომლებსაც აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, image ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება.
თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ.
წარმოგიდგენთ ათ საოცრად საინტერესო ფაქტს მათ შესახებ.
1) გველების ზოგიერთ სახეობას შეუძლია გაძლოს ორი წელი კვების გარეშე. image2) არსებობს კუნძული ბრაზილიაში, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს წასვლა აკრძალული აქვთ, რადგან ამ კუნძულზე, ერთ კვადრატულ მეტრზე 5 გველი მოდის. image3) მსოფლიოში ყოველწლიურად გველის ნაკბენით 100 000-მდე ადამიანი იღუპება.image4) ერთ გველს შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად ორი თავი, ეს რათქმაუნდა საოცარი ფაქტია, თუმცა ამაზე საოცარია ისაა, რომ თავებმა შეიძლება საკვების გამო ერთმანეთში იჩხუბონ. image5) ათი ყველაზე მომაკვდინებელი გველიდან, ათივე ავსტრალიაშია ნაპოვნი.image6) ყოველწლიურად ფუტკრის ნაკბენით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის.image7) ბუმსლანგი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შხამიანი გველი. აქვს უკანა შხამიანი კბილები. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერმა შმიდტმა მისი კბენა თავის თავზე გამოსცადა და ზუსტად აღწერა თითოეული წამი, თუ რას განიცდიდა ამ დროს. ამ აღწერას შეეწირა მისი სიცოცხლე. ბუმსლანგი8) იცოდით, რომ ახალ ზელანდიაში ხმელეთის გველები საერთოდ არ არსებობენ. image9) არსება ტიტანობოა ცხოვრობდა 60 მილიონი წლის წინად. ეს არის ყველაზე დიდი, გრძელი და მძიმე გველი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. image10) იცოდით, რომ გველებსაც აქვთ თავიანთი საერთაშორისო დღე, 16 ივლისი სწორედ გველების საერთაშორისო დღედაა მიჩნეული. image

24
1806
25-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1806
  
2015, 8 სექტემბერი, 15:40
გველი ხომ სიბრძნის სიმბოლოა ხალხო რატომ კლავთ?!!!!!
ის არავის არაფერს უშავებს!!!!
2015, 10 ივნისი, 11:38
არცაა საჭირო მოვკლათ, უბრალოდ მოვერიდოთ, საქართველოში დამიჯერეთ არ გამოგეკიდებათ თუ ავსტრალიაში არ ხართ და ავტრალიელ გველებს არ შეხვდებით.
2015, 9 ივნისი, 18:35
ვიხუმრე >:)) არ მომიკლავს არასდროს, მეშინიასავით :D
2015, 2 ივნისი, 18:56
ვაჟკაცი ყოფიხარ რომ მოერიე
2015, 2 ივნისი, 16:27
3 გველი მყავს მოკლული და ვამაყობ ამით მეტი რო შემხვედრიდა უფრო მეტს მოვკლავდი :@
2015, 2 ივნისი, 16:26
რა საზიზგრობააა ფუუუუ>>> :@ ჩემი ფეხი არ იქნება ახალ ზელანდიაში >>>:D:D:D:D:D:D:D
2015, 29 მაისი, 17:16
როგორ მომწონს გველები
2015, 28 მაისი, 17:30
არ მიკბენს
2015, 28 მაისი, 16:19
რომ გიკბინოს მერეც გეყვარება?? :D :D
2015, 28 მაისი, 12:05
ძალიან მიყავრს ეს არსებები... :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10