x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ნაყინის კექსი - ორიგინალური, მარტივი და უგემრიელესი დესერტი
image
ერთი შეხედვით, რეცეპტი საკმაოდ უჩვეულო ჩანს. თუმცა ყველა, ვისაც კი ეს დესერტი გაუსინჯავს, აღფრთოვანებას ვერ მალავს. რაც მთავარია, ამ "კულინარიული საოცრების" მომზადება ძალიან მარტივია და დროსაც ცოტას წაგართმევთ.


მაშ ასე, ნაყინის კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


500 გ. ნაღების ნაყინი;

190 გ. ფქვილი;


1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი;

30 გ. დაფხვნილი შოკოლადი.


მოათავსეთ ნაყინი ჯამში და დააცადეთ ოდნავ შელღობა (დაახლოებით არაჟნისებრი მასა უნდა გახდეს).


image


შეურიეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და დაფხვნილი შოკოლადი.


image


მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში, კოვზით მოასწორეთ თავი და გამოაცხვეთ 175 °C-ზე 45 წთ.


image

აი, თქვენი ნაყინის კექსიც მზადაა!


image

3
132
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
132
  
2015, 26 მაისი, 16:26
გავაზიარეე
2015, 26 მაისი, 13:57
მინდა
0 1 3