x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნუკი კოშკელიშვილი მიხეილ სააკაშვილს მისტირის: "ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია! ჩვენ არსად არ გველოდება გამარჯვება"

image
ევროვიზიის კონკურსზე საქართველო მომღერალმა ნინა სუბლატმა წარადგინა. გოგონამ შესანიშნავად იმღერა, ფინალშიც მოხვდა, მაგრამ მოლოდ მეთერთმეტე ადგილი ერგო. ამ კონკურსში დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური მოტივები, შესაბამისად გამარჯვების ილუზია არავის ჰქონდა. ევოპის ბერმა ქვეყანამ რუსეთს უმაღლესი ქულა დაუწერა, საქართველოს კი არცერთი უმაღლესი შეფასება არ ხვდა წილად. ამ ყველაფერმა საზოგადოება აღაშფოთა. "ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 51 ქულა-ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არცერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ამ გაუარესების ნეგატიური რეზულტატი კი თითოეულ მოქალაქეს შეეხო ორი დღის წინ რიგაში, როცა უარი გვითხრეს უვიზო მიმოსვლის მოცემაზე.

ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!"-წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ტელეწამყვანი და ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი ქვეყნის ყოფილ პირველ პირს მისტირის და თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი მეთაური გვჭირდება წარმატების მისაღწევად. "ნინამ იმღერა არაჩვეულებრივად!!!! წამიერად, მაგრამ მაინც გაგვაერთიანა საქართველო, იმიტომ წამიერად, რომ წაგებისთანავე, ჩვენ დავიწყედ დამნაშავეების ძებნა, სასულიერო პირებმა სატანისტური მოტივები დაიწუნეს, თუმცა სატანისტური სკამაოები, რომლებმაც ნოდიკოს და სოფოს წარმატებას, იმავე კონკურსზე, ხაზი გადაუსვეს, არ გახსენებიათ... დამნაშავე ვარ მე და შენ, რომ ჩვენი ქალაქი ჩამქრალი და დაბეჩავებულია, ეს იყო ხალხის არჩევანი.... ზუსტად ვიცი, ჩვენ არ გველოდება გამარჯვება, არსად სანამ მანამ არ გვეყოლება ისევ ნიჭიერი "გიჟი" ქვეყნის სათავეში და არ დაგვაჯერებს ჩვენ რომ სინგაპური ვართ, ვართ ევროპა და პროგრესი, მერე ამას მართლა მთელი მსოფლოი დაიჯერებს!!!! ნინას გამოსვლა, მაგარი და განსხვავებული იყო, მივბაძავ ნინას და მეც განსხვავებული ვიქნები, მე მიყვარს საქართველო და მჯერა რომ მართლაც ნიჭიერები და კარგები ვართ და ოდესმე როგორც ერთ დღეს უშუქობა წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, ასევე წავა წარუმატებლობაც..."-ამტკცებს ნუკი.

imageimageimage


0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0