x
image
K.P.
"რასაც ხელს დაადებ იმას გიყიდი, ოღონდ არ გამიბაზრო"-მაცდური შეთავაზება თაკო გაჩეჩილაძეს თაყვანისმცემლისაგან
image
მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს მთელი საქართველო იცნობს. ბავშვობიდან სცენაზე დგას, ამჟამად კი პროექტ "ერთი ერთში" იღებს მონაწილეობას. თაკო ერთხელ უკვე გახლდათ დაქორწინებული, ამჟამად კი მისი გული თავისუფალია. მომღერალს აბეზარი თაყვანისმცემლები აწუხებენ. ერთ-ერთი მათგანი კი თაკოს მოხიბვლას ძვირადღირებული საჩუქრების დაპირებებით ცდილობს.

"მოდი მაშინ ესე მოვიქცეთ, "ფერარი" ან "ლამბორჯინი" აირჩიე, რომელიც გინდა და გაჩუქებ. მოდი შევხვდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. რასაც ხელს დაადებ იმას გიყიდი, მაგრად მომწონხარ და ყურადღება და პატივისცემა მინდა გამოვხატო შენს მიმართ. სრული სერიოზულობით გწერ. მეტს აღარ მოგწერ, ე.ი. არ გსურს ჩემი გაცნობა და ჩემთან ურთიერთობა, ყველაფერი ნათქვამია.

შევხვდეთ და თვითონ დარწმუნდები, სრული სერიოზულობით გწერ, უარს რატომ მეუბნები საჩუქარზე არ მესმის.

თაკო, მოდი რა შევხდეთ ერთმანეთს. მონაკოში ჩავფრინდეთ. ''ფერარის'' გაჩუქებ, თბილისში გამოვუშვათ... მერე ჩემი ძმაკაცის ბოინგით ბაჰამის კუნძულებზე გადავფრინდეთ გასართობად. ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში გავერთოთ, დაფიქრდი, არ ვიცი, მეტი რა შემოგთავაზო. ბოინგი თბილისის აეროპორტში დგას. ჩავიდეთ მონაკოში. მანქანას გადმოგცემ, გამოვუშვათ თბილისში, ოღონდ არ თქვა, მე რომ გაჩუქე და არც გამიბაზრო. შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე, ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში გავერთოთ"-წერს თაყვანისმცემელი მომღერალს.


თაკომ დაპირებებით სავსე შეყტობინებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რითაც მეგობრები და ახლობლები გაახალისა. ''მგონი, ბიძოა"-ეჭვობს თაკო.

როგორც ჩანს მომღერალი აბეზარ თაყვანისმცემელთან შეხვედრას არ აპირებს. მეტიც, როგორც ირკვევა თაკო ავადაა, ვირუსი აქვს და უკვე მეოთხე დღეა სიცხეები ტანჯავს. ვუსურვოთ მას გამოჯანმრთელება და წარმატებები...imageimageimage


2
1308
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1308
  
2015, 27 მაისი, 15:58
ქალებთან ურთიერთობაში პატარა გამოცდილების ფონზე, ჩემთვის გაუგებარია საყვარელი გოგოს შებმა ავტო მანქანებით... თუმცა, დიდი ფულის კეთება ვინც იცის, შეიძლება ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებში იჭრებოდეს! ნეტა იმ ბიძას ჩემი ცოდნა მისცა და მე მისი ფული :)
2015, 26 მაისი, 21:23
ტრუხა ბაზარია :D
0 1 2