x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ყოფილი ქმარი თამთა გოდუაძის შესახებ: "არც ხელით შევხებივარ და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია"

image
მომღერალი თამთა გოდუაძე საქართველომ "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის "X ფაქტორის" მეშვეობით გაიცნო. ქართველი მომღერალი უკვე წლებია პოპულარულია საბერძნეთში და ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად შემსრულებლადაც ითვლება.

ოჯახი ნაადრევად შექმნა, მისი რჩეული შმაგი ხაჭვანი გახლდათ. ერთმანეთი სულ პატარებმა გაიცვნეს, თამთა 13 წლის იყო, შმაგი კი 15-ის. დაახლოებით ექვს თვეში ოჯახიც შექმნეს, გაიპარნენ. მალე ქალიშვილი, ანი ეყოლათ. თამთა შეძლებისდაგვარად სწავლობდა, ინსტიტუტშიც ჩააბარა. გოგონა დაქორწინებამდე მანანა თოდაძესთან მღეროდა თუმცა 15 წლის დედას უკვე სიმღერისათვის აღარ ეცალა. გაიზარდნენ, ჩამოყალიბდნენ, მიხვდნენ რომ ერთად ყოფნა აღარ სიამოვნებდათ, შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ სკანდალების გარეშე დაშორდნენ. image

ამ ყველაფერმა მომღერლის ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მასზე წარუშლელი კვალი დატოვა: "ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამებმა გამაძლიერა. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი. როცა ჩემი შვილი 14 წლის იყო და ვუყურებდი, მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ადრე გავაჩინე შვილი. ოჯახურმა ცხოვრებამ ჩემი ბავშვობა შეიწირა". თამთა აღიარებს, რომ საქართველოდან პირად დრამას გაექცა.

მისი მეუღლე შმაგი ხაჭვანი კი გაოცებულია და აინტერესებს, თუ რას მიიჩნევს მომღერალი "დრამად". "არ ვიცი, რას თვლის პირად ტრაგედიად, ძალით არავის დაუჭერია თამთა. მისთვის არაფერი დამიძალებია და არასდროს მითქვამს, ან ეს გააკეთე და ან ის გააკეთე-მეთქი. არც ხელით შევხებივარ და არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. ადამიანური ოჯახი გვქონდა"-ამტკიცებს შმაგი. მას მხოლოდ ერთ რამეზე სწყდება გული და ეს შვილთან ყოველდღიურ ურთიერთობის არქონაა. ანი ზაფხულობით მამას საქართველოში სტუმრობს, მაგრამ ეს საკმარისი როდია. imageimage

0
1122
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0