x
image
natia.a
როგორ გამოვთვალოთ მარტივად მოგვიხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა
image
ალბათ არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც საკუთარი თავისთვის არ დაესვა შეკითხვა: "ნეტა თუ მომიხდება მოკლე ვარცხნილობა?". ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულში, როცა სურვილი გიჩნდება გათავისუფლდე როგორც ზედმეტი თმისგან, ასევე "ნეგატიური ენერგეტიკისგან", რომელიც, ბევრი სპეციალისტის აზრით, სწორედ თმაზე ილექება.


მოკლედ, თუ გსურთ გარეგნობის შეცვლა, მაგრამ ვერ წყვეტთ მოგიხდებათ თუ არა მოკლედ შეჭრილი თმა გაეცანით ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ ეფექტურ, ე.წ.
"5, 5 სანტიმეტრის" წესს. ეს წესი ეკუთვნის ცნობილ სტილისტს ჯონ ფრიდას. "ქვედა ყბის კუთხე სახესთან მიმართებაში განსაზღვრავს, მოუხდება ადამიანს მოკლე ვარცხნილობა თუ აჯობებს გრძელი თმა ატაროს" - ხსნის სტილისტი.


მაშ ასე, იმისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიგოთ მოგიხდებათ თუ არა მოკლედ შეჭრილი თმა, აიღეთ ფანქარი, სახაზავი და მიჰყევით შემდეგ მითითებებს:


1. მოათავსეთ ფანქარი ჰორიზონტალურად ნიკაპის ქვეშ, სახაზავი კი - ვერტიკალურად დაიჭირეთ ყურის ქვეშ.
image

2. გაზომეთ ფანქტისა და სახაზავის გადაკვეთამდე მანძილი. თუ იგი 5, 5 სანტიმერზე ნკლებია, მოკლე ვარცხნილობა აუცილებლად მოგიხდებათ. თუ მეტია - მაშინ ნუ იჩქარებთ თმის შეჭრას, დიდი შანსია, რომ არ მოგიხდეთ.



მაგალითისთვის შევადაროთ მიშელ უილიამსისა და კიმ კარდაშიანის ფოტოები. პირველი, აშკარად უკეთესად გამოიყურება მოკლე ვარცხნილობით, მეორესთვის კი ყველაზე მისაღები ვარიანტი გრძელი თმაა.


image



7
4056
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4056
  
2017, 9 მარტი, 18:36
:)) ასე გამოდის :)
2017, 9 მარტი, 17:44
ანუ გრზელ ყბიანებს არ უხდებაო, ხო :D
2015, 25 მაისი, 23:01
არაა, დღეს მოვრჩი :)
2015, 25 მაისი, 22:58
არაფრის 1 ლიმიტ კიდე მაქვს არის რამე ახალი
2015, 25 მაისი, 22:57
გაიხარე, მადლობა.
2015, 25 მაისი, 22:56
გავაზიარე
0 1 7