x
image
worldsport.ge
ცხადაძე ქართველ ფეხბურთელებთან ერთად “ინტერიდან” წავიდა

imageბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, მისმა თანაშემწე ზაურ სვანაძემ და ქართველმა ფეხბურთელებმა, მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ, ასევე, თავდამსხმელმა ბაჩანა ცხადაძემ კლუბი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დატოვეს. მათთან ერთად, გუნდიდან სასტარტო შემადგენლობის ყველა მოთამაშე წავიდა. ამის მთავარი მიზეზი “ინტერში” სამი თვის განმავლობაში ხელფასების არგაცემაა.
ცხადაძე ქართველებთან ერთად გუნდიდან წასვლას მანამდეც გეგმავდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ აგდამის “ყარაბაღთან” თამაში ჩაეტარებინა. “ინტერის” თავკაცმა აზერბაიჯანის ჩემპიონთან გუნდი მართლაც გაიყვანა და მატჩიც მოიგო. ბოლო ტურში “ინტერი” დუბლშემადგენლობით იასპარეზებს,
ამჟამად, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისშია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0