x
image
მანჩო 777
მზა საკვებში ნაპოვნი ყველაზე ამაზრზენი საგნები
დღეს, როდესაც სუპერმარკეტები სავსეა ათასნაირი ნახევარფაბრიკატებით და მზა კვების პროდუქტებით, ხოლო სწრაფი კვების ქსელებს დროის უკმარისობის გამო სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, იქ შეძენილი კვების პროდუქტები ყოველთვის როდია უსაფრთხო და ხარისხიანი. აქ წარმოდგენილი ფოტოსურათები მტკიცებულებაა იმისა, თუ რა დიდი ყურადღება და დაკვირვება გვმართებს პროდუქტების შეძენის დროს. უფრო მეტიც - ისმის კითხვა: ვის უნდა ვენდოთ ან საერთოდ, რა უნდა მივირთვათ?

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ ფოტოსურათს, რომლებზეც გამოსახულია მზა საკვებ პროდუქტებში ნაპოვნი ყველაზე უცნაური და ამაზრზენი საგნები:


1. ქათმის თავი "მაკდონალდსის" ნაგეტსების შეფუთვაში


image



იმისათვის, რომ ეს ინციდენტი მიეფუჩეჩებინათ, "მაკდონალდსმა" ამ ქალს 100 000 დოლარი გადაუხადა.



2. პური მკვდარი თაგვით


image

დედა აპირებდა შვილებისათვის ბუტერბროდი გაეკთებინა, როცა პურში ეს საშინელება ნახა.



3. უზარმაზარი მწერი "მაკდონალდსის" საკვებში


image


თუ ესეც არ გათქმევინებთ უარს ფასტ-ფუდზე, მაშინ უკვე არ ვიცი, რით დაგეხმაროთ.



4. ხვლიკის თავი მზა სალათში


image


2005 წელს ერთმა ქალბატონმა მზა სალათში ხვლიკის თავი იპოვა.



5. ცოცხალი ტრიტონი სალათში


image


სალათის კონტეინერის გახსნის შემდეგ იქედან ცოცხალი ტრიტონი ამოძვრა. თქვენი არ ვიცი და მე რომ ასეთი ამბავი შემმთხვეოდა, სალათს ცხოვრებაში აღარ გავეკარებოდი.



6. დამწნილებული კიტრის ქილა ... ვირთხასთან ერთად


image


როგორც ჩანს, არომატისათვის კიტრს ვირთხაც ზედ მიაყოლეს.



7. დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად გაყინული ბაყაყი


image

აბა, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი "სიურპრიზით" უკვე მოამზადეთ ბოსტნეულის წვნიანი.



8. ბრინჯის ფლავი სიგარეტის ნამწვით


image

დედამ ის-ის იყო ბავშვებისათვის შეათბო ეს კერძი, რომ უცებ სიგარეტის სუნი ეცა...



9. ლურსმანი ყველიან მაკარონში


image

იყიდეთ ნახევაფაბრიკატი, გაათბეთ და უკვე ჭამას აპირებთ? - ფრთხილად იყავით, კბილი არ მოიტეხოთ!



10 . "გუდვილის" სალათში აღმოჩენილი ცოცხალი ლოკოკინა


image

და ბოლოს: სულ რამოდენიმე დღის წინ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო ფოტოსურათებმა, რომლებზეც სუპერმარკეტ "გუდვილში" შეძენილ სალათში აღმოჩენილი ცოცხალი ლოკოკინა იყო გამოსახული.

7
667
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
667
  
2015, 26 სექტემბერი, 11:05
2 დღის უკან ბარამბოს რძიანი პლიტკა ვიყიდეთ . ქაღალდი არ იყო დაზიანებული . შოკოლადი რომ გავხსენი ნახვრეტი ქონდა და მატლი ამოძვრა . წინიდან ჩამოთლილივით იყო . გამიკვირდა შოკოლადში მატლი , ჩემი თვალით რომ არ მენახა არც დავიჯერებდი
2015, 8 ივნისი, 18:00
:დდდ
2015, 8 ივნისი, 18:00
ვაიმე რა საშინელებაა
2015, 27 მაისი, 21:18
ფუუუ მაკდონალდში მინდოდა წასვლა :(
2015, 25 მაისი, 20:03
რად გინდოდა? ქათმის თავი გიყვარს? ბუმბულები აქვს ზედ, ვერ ხედავ?:დ
2015, 25 მაისი, 19:59
იფ იფ რა მადაზე მომიყვანე დამწნილებული ვირთხა რა კაი იქნება....ისე ბედი არ გინდა? რა იიქნებოდა ის ქათმის თავი მე მეპოვა.
0 1 7