x
image
მატასი
მათ მაკდონალდსის ბურგერი ჩადეს ყუთში, რომელიც 20 წლის შემდეგ გახსნეს
imageარც თუ ისე ძველ წარსულში, 1995 წელს, მეგობრებმა კეისი დინმა და ედვარდ ნიცმა ავსტრალიაში შეიძინეს მაკდონალდსის ბურგერები, ერთი მათი მეგობრისათვის, რომელმაც მათგან განსხვავებით ბურგერი არ მიირთვა. ცნობისმოყვარეობის გამო ბიჭებმა გადაწყვიტეს ბურგერი ხის ყუთში შეენახათ და იგი 20 წლით დაივიწყეს.

გავიდა 20 წელი, კეისი და დინი ამ ხნის განმავლობაში გაიზარდნენ და ასაკში შევიდნენ.

აი ბურგერს, კი მათგან განსხვავებით დროის ცვლილებები არ დატყობია, იგი ისეთივე დარჩა, როგორიც ყიდვის დღეს იყო. გარდა იმისა, რომ იგი ახალივით გამოიყურება, სურნელიც ისეთი აქვს როგორც ახალდამზადებულს.

მეგობრები ხუმრობენ და საკუთარ თავს ყველაზე უძველესი ბურგერის მფლობელებს უწოდებენ. ისტორია იმითაც არის დაუჯერებელი, რომ მათ მაცივარში არ შეუნახავთ ყუთი. როგორც ჩანს ვიღაცეები მაკდონალდსში ფეხს აღარ შეადგამენimageimageimageimage




თქვენ გიყვართ ხომ მაკდონალდსის ბურგერები? - მეც მიყვარს ჩიზბურგერი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს საკვები მავნეა და არაჯანსაღი ჩვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით ცუდი ფაქტი კი ის არის, რომ მხოლოდ საკუთარ კი არა პატარა ბავშვების, შვილების ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებით და ბავშვობიდანვე ვაჩვევთ არასწორ კვებას.

უჰ კარგია ბურგერები, რა სჯობია, ყოველთვის შურით ვუყურებ ხოლმე, სერიალ ''ზებუნებრივში'' დინი როგორ გემრიელად მიირთმევს სხვადასხვა სასადილოებში ათასგვარ ბურგერებს და ვფიქრობ რატომ არის ჩვენს ქალაქში ასეთი მწირი არჩევანი, ხომ შეიძლება მაკდონალდსის, ვენდისის, ელვისის გარდა სხვაგანაც, ჩვეულებრივ კაფეებში თუნდაც, გვქონდეს ჯანსაღი ბურგერების დაგემოვნების შესაძლებლობა.

მაგრამ პრობლემა აქ ისევ ხალხშია, მაკდონალდსს ისეა შეჩვეული და დამონებული, არც კი გაიხედება რაღაც სხვა ბურგერზე და ისევ იგივეს არჩევს. ამიტომ პირველ რიგში დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო.






0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0