x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სააკაშვილი მეორე დღესვე უნდა დაპატიმრებულიყო!
“ჩვენ ხელისუფლებას თავის დროზე რომ მიეღო ზომები და სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ დაეწყო გამოძიება, იგი ვერც ბაქოში ჩავიდოდა, ვერც კიევში და თავისუფლადაც ვერ იმოძრავებდა” – ამის შესახებ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძემ, “ობიექტივი“-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.


image



პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების მიერ, ექსპრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსუსურია.


“როდესაც მისი ბებიის ავტომანქანის დაყადაღება დაიწყო და აბსოლუტურად უსუსური იყო ყველა მისი ბრალდება, რომელიც ხელისუფლებამ, სააკაშვილს წაუყენა, ბუნებრივია, ამ ბრალდებას მსოფლიოში არავინ გამოეხმაურა."



image


სააკაშვილის საქმე რომ აღძრულიყო ისე, როგორც საჭირო იყო, გნებავთ აგვისტოს ომთან, 26 მაისთან, ციხის კადრებთან, ან გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ვინ გაბედავდა სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას და ვინ აკადრებდა საკუთარ თავს მისთვის ხელის გადახვევას და საპატიო სტუმრად მიღებას” – განაცხადა ბურჯანაძემ.


image

image



0
124
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0