x
image
worldsport.ge
მარადონა: “ ბლატერი “ძველი” მაფიოზი და ქურდია”

imageლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ფიფას მოქმედ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს “ძველი” მაფიოზი და ქურდი უწოდა, რომლის მმართველობის პერიოდში ფეხბურთი კორუფციაში ჩაეფლო.
“ბოლო წლებში ფეხბურთი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მისი მთავარი მუშა ორგანო კორუფციის მოედნად გადაიქცა. ბლატერის ხელმძღვანელობით ფიფა სამარცხვინო ორგანიზაცია გახდა და ყველა ასე ფიქრობს, ვისთვისაც ფეხბურთი სულერთი არაა.
თანამედროვე მსოფლიოში მიუღებელია, რომ ადამიანს ხელმძღვანელი თანამდებობა 5 ვადით ეკავოს, ეს გაეროს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება, მაგრამ უჩვეულოა, რომ ეს ფიფასთვის ნორმალურია. ჩვენ მთელი ცხოვრება დიქტატორი გვყავს.
ხალხს როდესაც ბლატერის მეხუთე ვადის შესახებ ვეკითხები, პასუხი ერთი და იგივეა: “მან წლების განმავლობაში ნდობა მფარველობითა და პროტექციით მოიპოვა”. არავინ ამბობს, რომ ის რეალურად ამ თანამდებობაზე საუკეთესო კანდიდატია და გამარჯვებას იმსახურებს.
ბლატერით ბევრი ირონიულად აღფრთოვანებულია. მას “ძველ” მაფიოზს ადარებენ, რომელიც გაუგებარი მიზეზებით ციხიდან თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებს. ის ამბობს, რომ რასიზმთან ბრძოლას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას აპირებს. ამან კითხვა გამიჩინა? ბოლო ოთხი პერიოდის განმავლობაში დაკავებული რით იყო? პასუხი ყველამ იცის: გაიძვერები შემოიკრიბა, რომლებმაც ჯიბეები ფეხბურთის ხარჯზე გაისქელეს. ის რომ კეთილსინდისიერი ადამიანი იყოს, თავის დროის ნახევარს ფიფას ფინანსური მოღვაწეობის გამოძიების დაბლოკვაზე გამოიყენებდა?
79 წლის ეშმაკი მელა მეხუთედ არჩევნებში რატომ მონაწილეობს? მისმა მეგობრებმა ყველაფერი მოიპარეს თავისი კაბინეტების ავეჯის გარდა, ხოლო ბლატერი ამბობს, რომ არაფერი იცის. იქნება მას წმინდა ზეპი და უმანკოების განსახიერება უნდა ვუწოდოთ? ბლატერი არაკომპეტენტურია. თუ ორგანიზაციას ფინანსური დანაკარგები აქვს, ყველა ქრთამს იღებს, ხოლო თავად არაფერი იცი, ან სულელი ხარ ან ქურდი. ამ ანტიკორუფციული გამოძიების გამო, ფეხბურთი ზიზღის მორევში იძირება. სპორტის სხვა სახეობებს გაცილებით ნაკლებად აკრიტიკებენ, ვიდრე ფეხბურთს. ყველაფერი ბლატერის გამოა.
საკვანძო სპონსორებმა, როგორიც Continental-i, Castrol-ი, Johnson & Johnson-ი არიან, ფეხბურთს ზურგი აქციეს. ევროსაბჭო ბლატერს 100 მილიონი დოლარის დაკარგვაში ადანაშაულებს. ფედერალური ბიური იძიებს თუ რა პირობებში აირჩიეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ ფეხბურთის კულტურა გვჭირდება და არა მაფიის. გვეყოფა, რადგან გვსურს ფეხბურთი დაბრუნდეს” – იუწყება მარადონას სიტყვებს The Telegraph-ი.
ფიფას პრეზიდენტის არჩევნები 29 მაისს გაიმართება და ბლატერის ერთადერთი კონკურენტი იორდანიის პრინცი ალი ალ-ჰუსეინია.





ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0