x
image
ვიზა კოხაძე
ქართველი მომღერლის წარმატება უკრაინულ "Voice" - ში ( + ვიდეო )
imageჯერ კიდევ " ევროვიზია - 2015" - ის უარყოფითი ემოციებიდან და სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაბლოკილი ნინა სუბლატის წარუმატებლობა - ანუ ეპატაჟური ქართველი მომღერლის მე - 11 ადგილი ვერ მოგვინელებია ( ეს ხომ ერის ტკივილი და უზომო გულისწყვეტაა) და აგერ ქართველმა მომღერალმა მებო ნუცუბიძემ შეძლო მთელი უკრაინული ჟიურის წევრების მოხიბვლა.და არა მარტო ჟიური ან კიდევ კონკურსის წამყვანები, მებოს გამოსვლამ მთელი დარბაზი " მონუსხა".


უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინული "Voice" - ს კონკურსი მიმდინარეობს. 24 მაისს კი Voice- ს პირველი ნახევარფინალური შოუ გაიმართა, სადაც თითოეული მწვრთნელის ოთხ - ოთხი კონკურსანტი გამოვიდა. მათ შორის იყო სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდის წევრი მებო ნუცუბიძე, რომელმაც უკრაინული სიმღერა "Стоїть гора висока" არაჩვეულებრივად შეასრულა და შესაბამისად ჟიურის წევრებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.რომ იტყვიან, " ფეხზე წამოუდგა ჟიური" და როგორც მწვრთნელებმა, ასევე წამყვანმაც მებოს მადლობა გადაუხადეს.რაც შეეხება გუნდის ხელმძღვანელს სვიატოსლავ ვაკარჩუკს, მან ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა თავის კონკურსანტს: - " მებოსთვის ეს არ იყო დავალება, ეს მისი სულია. როცა სცენაზე გამოდის, ყოველთვის ვეუბნები, რომ უბრალოდ გადმოსცეს ის, რაც სულში აქვს. ვფიქრობ, დღეს მებოს სული მთელი საქართველოს სული იყო უკრაინისთვის".image

p.s. უდიდესი გამარჯვება, ფინალში დამსახურებულად გადასვლა და წარმატებები ვუსურვოთ მებო ნუცუბიძეს.


image

0
70
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0