x
image
ათასი
რა გაუჩალიჩეს ნინა სუბლატს ევროვიზიაზე?! ეს ყველამ უნდა ნახოთ! სირცხვილია!

imageimageimage

ეს არის ვიდეო რომელიც უნდა ნახოთ. ყველამ უნდა ნახოს!

წაიკითხეთ: გუშინ ძალიან ცუდი რამ მოხდა განა იმიტომ რომ ვერ მოვიგეთ, ან იმიტომ რომ ჩვენმა დიდმა მეზობელმა ლამის გაიმარჯვა.
კონკურსის გუნდმა სპეციალურად გააფუჭა ქართველის გამოსვლა. 0:48 - 0:54 - ამ წამებში ნინა საერთოდ არ ჩანდა ეკრანზე, კვამლის ოდენობის გამო. 0:58 შორიდან კადრი სადაც 19 მაისს ნინა ძალიან კარგად ჩანდა შორიდან თეთრ კვამლში, 23 მაისს საერთოდ არ გამოაჩინეს. 1:04 - ნახევარფინალში ნინა ჩანს კადრში, ფინალში ისევ მხოლოდ კვამლი. 1:31 ქვევიდან უღებენ ნახევარფინალში და ძალიან ლამაზად ჩანს თუ როგორ წევს ხელებს როგორც ფრთებს. ფინალში ეს მონაკვეთი შორიდან გადაიღეს. 1:45 კიდევ ერთი მომენტი სადაც უკან ეკრანზე ფრთები ჩნდება, სადაც კვლავ ძალიან დიდი უზუსტობაა. 2:29 ეკრანზე თვალების კადრის გასვლის შემდეგ სცენაზე კვამლი გამოუშვეს ნახევარფინალში, რამაც ძალიან მაგარი ეფექტი შექმნა. ფინალში მაშინ როდესაც სიმღერა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა კვამლი გაქრა და მოცარიელდა თითქოს ამხელა სცენა. 2:53 იგივე პრობლემა ზუსტად, ნინა წინ მოიწევს აქ ქარის ეფექტი არის და ნახევარფინალში როგორც ვნახეთ ძალიან ეფექტური იყო, ფინალში ესეც დაიკარგა. ბოლოს ყველაზე მთავარი - ფინალში როდესაც ყველა მონაწილეს ახლოდან აჩვენებდნენ კადრში როგორ იხდიდა მადლობას, ნინა არ აჩვენეს, არც გულშემატკივრები აჩვენეს, არადა ნახევარფინალში ულამაზესი კადრები იყო როცა მორჩა სიმღერას და თავი დახარა. შეგიძლიათ იხილოთ 3:19 წამზე.
ალბათ არ დავიჯერებდი რომ ასეთ სამარცხვინო ფაქტს იკადრებდა ეს კონკურსი, არ დავმალავ და რაც ეს ვიდეო ვნახე, უფრო გავბრაზდი! ეს იყო განზრახ ჩაგდებული გამოსვლა! ნომერი გააფუჭეს ძალით კონკურსის გუნდმა! დასაწყისში 13 წამი მონაწილე საერთოდ კადრში არ ჩანდა, შუაში უკან ეკრანზე კადრები არიეს და სადაც კვამლი იყო საჭირო იქ არ გამოუშვეს, ბოლოს კი მადლობის თქმაც კი არ გადაიღეს ისე ჩააბნელეს შორიდან. ქულების გამოცხადების დროსაც ჩაგვაბნელეს და ყველაზე ბოლოს როცა უკვე ყველაფერი გარკვეული იყო მაშინ დაგვიკავშირდნენ ქულების გასაგებად. And now LAST COUNTRY Georgia - მართლა უკანასკნელი ქვეყანა ვიქნებით ამ კონკურსში კიდე თუ მივიღებთ მონაწილეობას.
მე როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მინდა ჩემი ქვეყანა მონაწილეობას იღებდეს ასეთი უტიფრების კონკურსზე!


0
226
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ათასი
ათასი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0