x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დამარცხდება თუ არა კიბო?მეცნიერებმა უნიკალური ვიდეო გადაიღეს:როგორ ებრძვის იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს
imageგენეალოგებმა გამოიყვანეს ახალი საახეობის უჯრედი-მკვლელი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად ებრძვის ავთვისებიან წარმონაქმნს.



ეს წარმტაცი "ბლოგბასტერი" გადაიღეს კემბრიჯის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტებმა.სიუჟეტი მოგვაგონებს ცნობილ მხატვრულ ფილმს "ღამის გუშაგები", სადაც კეთილი ძალები სხვადახვა ხერხებით უმკლავდებიან ცუდ ბიჭებს.

თუმცა ხებენსკის და კომპანიის ნაცვლად აქ გმირების როლში Т-ლიმფოციტები არიან, -ორგანიზმის უჯრედები, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან.


ვიდეოზე Т-ლიმფოციტები მწვანე ფერით არიან აღნიშნულები. მათი ზომა ათჯერ უფრო მცირეა ადამიანის თმის ღერის სისქეზე.



-ყოველი ადამიანის ორგანიზმში მოძრაობენ მთელი ჯარი მსგავსი სერიული მკვლელებისა, რომლის მოვალეობაა მოკლას მტრები და უცხო სხეულები-ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, კემბრიჯის ინსტიტუტის დირექტორი, ჯილიან გრიფიტსი-მარტო ერთ ჩაის კოვზ სისხლში 5 მილიონი ასეთი სუპერმებრძოლი იმყოფება.


Т-ლიმფოციტები მოქმედებენ ძალზე ეფექტურად, როგორც კი პატრულირების დროს ისინი აღმოაჩნენენ კიბოს უჯრედებს(ვიდეოზე ლურჯი ფერი)ისინი ალყაში აქცევენ და "ნესტარის" საშუალებით მასში შეჰყავთ შხამიანი ცილა-ციტოტოქსინები.


როგორც კი ციტოტოქსინები უჯრედის შიგნით ხვდებიან, მას აღარ აქვს გადარჩენის შანსი.ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წუთში ისინი იღუპებიან.ამასობაში Т- ლიმფოციტები ახალ მსხვერპლს ეძებენ.


როგორც ვიდეოში ჩანს პატრული ძალიან ეფექტურად მუშაობს, თუმცა ამ "ღამის გუშაგებს"აქვთ ნაკლი, რასაც კიბოს უჯრედები იყენებენ. Т-ლიმფოციტებმა ზუსტად უნდა აირჩიონ მიზანი, თორემ ზოგჯერ "ეჭვმიტანილი" ჯანმრთელი უჯრედი ხდება და ამ დროს ორგანიზმს საკუთარი იმუნური სისტემა მოკლავს.ასე მოხდა ცნობილ "ისპანკას" დროს, გრიპის ვირუსი, რომელმაც 1918-1919 წლებში მთელ პლანეტაზე 100 მილიონი ადამაინი მოკლა.


კიბოს უჯრედები ვირუსისგან განსხვავებით გარედან არ შემოიჭრება, იგი ორგანიზმის თავისებური "მეხუთე კოლონაა", ის ინიღბება თითქოს ჯანმრთელი უჯრედი იყოს, რომ მოატყოს Т-ლიმფოციტები.მხოლოდ იმუნური სისტემის სიფხიზლის წყალობით რაღაც მომენტში კიბოს უჯრედები დესტრუქციულად იქცევიან და აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს.


მეცნიერები თვლიან, რომ კიბოს დამარცხება შეიძლება, თუ გავზრდით Т-ლიმფოციტებია მგრძნობელობას, რომ გამოვლინდეს მოღალატე-უჯრედები.პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პროფესორ კარლ ჯუნის (ქვემოთ სურათზე)ხელმძღვანელობით შეიმუშავეს სპეციალური მეთოდი, სადაც Т-ლიმფოციტის გენეტიკური მოდიფიცირება განახორციელეს.ამრიგად კილერი ზუსტად ამოიცნობს სამიზნე უჯრედს, ისე რომ ჯანმრთელი უჯრედები ხელუხლებელი რჩებიან.















image

კლინიკურ კვლევებში ორი პაციენტი იღებდა მონაწილეობას, 75 და 81 წლის მოხუცი.თერაპიის კლინიკური ეფექტი სახეზეა.შედეგები წელს იქნება წარდგენილი ამერიკის ონკოლოგიური კვლევის ასოციაციის ფორუმზე.თუმცა კვლევები შემდგომშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ დაზუსტდეს რეალური ეფექტები და მკურნალობით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.

3
511
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
511
  
არსებობს მრავალი ალტერნატიული მეთოდში....კიბოსთან საბრძოლად...
2015, 24 მაისი, 23:14
ნეტამც ასე იყოს
2015, 24 მაისი, 19:10
ღმერთმა ქნას სიმსივნე დამარცხდეს, დღე არ გავა სიმსივნით დაღუპულ ადამიანზე არ გავიგო.
0 1 3