x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების- მიხეილ სააკაშვილი "Eurovision"-ის შედეგებზე
შეხსენება აღარ გჭირდებათ იმისა, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც დავკონკრეტდები და გეტყვით, რომ ის გახლავთ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელმაც 10 წლიანი პრეზიდენტობის ვადით, ქვეყანას ბევრი სარგებელი და წინსვლა მოუტანა. თუმცა ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც სათავეში ყველასათვის კარგად ნაცნობი მილიონერი ბიძინა ივანიშვილი ედგა, წინასწარი გაპიარებული სახელითა და ცრუ დაპირებებით საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით შეცვალა. დღეს კი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, სადაც პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა და დაკავებულია უამრავი შიდაუკრაინული ღონისძიებებითა და გავლენიანი ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყნის პირებთან.

image

ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ქაოსის გამო, რომელიც როგორც ბევრ შეჩერებულ საწარმოს, ლარის კურსის აწევას და სხვათას ეხება, ახალი მთავრობის გადადგომის მომხრე გახდა მოქალაქეების უდიდესი პროცენტი, ვინაიდან იმის გამო, რომ არაპროფესიული განხრით ჩაუდგნენ სათავეში და ითავეს მართვა და "მოჯდნენ" თანამდებობაზე, რომელთაც ვერ გაართვეს თავი უცოდინრობის გამო და სააკაშვილი კვლავ სანატრელი გაუხდა ჩვენს ქვეყანას.


ეს ყველაფერი რაც პოლიტიკას ეხება, თუმცა დღევანდელი სტატიის თემა კი მიმართულია მუსიკალურ შოუს "Eurovision"-ისკენ, რომელიც ყოველ წელს ჩვეული ტემპით იმართება და მონაწილეობას იღებენ სხვადსხვა ქვეყნის ნიჭიერი მომღერლები თუ ახალბედები. კონკურსმა არც წელს დააყოვნა და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, სადაც საქართველოს სახელით ყველასათვის კარგათ ნაცნობი ნინა სუბლატი წარსდგა.


image

ნინა სუბლატი (ნამდვილი გვარი სულაბერიძე, დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს) — დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი მალევე სამშობლოში დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა.
2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით. 2010-2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს. 2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა „Georgian Dream Studio“-სთან, სადაც მუშაობდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ.
დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე. 2014 წელს სწავლა განაგრძო მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე.
პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.
2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით „Warrior“, სადაც ორი ნახეარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნების მხარდაუჭერლობის გამო ის ათეულში ვერ შევიდა და კონკურსის მეთერთმეტე ადგილი ერგო წილად.

imageრა თქმა უნდა მთელს ქვეყანას შესტკივა გული მისი წარუმატებლობის გამო, თავად ნინამაც საკუთარი Facebook-ის გვერდზე დადო შემდეგი სტატუსი: "რა დიდი სირცხვილია!"


ქვეყნის ექს-პრეზიდენტიც გულდაწყვეტილია და საკუთარი Facebook-ის გვერდზე ასეთ შეტყობინებას ავრცელებს ევროვიზიის შედეგების შემდეგ: "ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 51 ქულა - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არც-ერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ამ გაუარესების ნეგატიური რეზულტატი კი თითოეულ მოქალაქეს შეეხო ორი დღის წინ რიგაში, როცა უარი გვითხრეს უვიზო მიმოსვლის მოცემაზე. ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

19
401
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
401
  
2015, 26 მაისი, 18:37
ნამდვილად. სამწუხაროდ :(
2015, 26 მაისი, 15:31
ჰოდა იმიტო გვაქ დედა ნატირები ასეთი ხალხი რო გვყავს ხელისუფლებაში და ასეთებს რო უნდათ მოსვლა :) მაგათ რა უჭირს ჩვენ ვიკითხოთთუარა :) ერთმანეთს ჯიბრში უდგებიან ქვეყანა ზიანდება თუარა ეგ ვის ადარდება მთავარია ერთმანეთი არ გაახარონ :)
2015, 26 მაისი, 11:11
რატო გააკეთებდა მიშა ამ ეტაპზე, აღარ მართავს ქვეყანას და... :))) საქართველო რომ აღარ ვთქვა, ბიძოს არ ახეირებდა ამით და მით უფრო კოზირებს იჭერს, რომ ახალი მთავრობის ხელში, აქაც ვერაფერი "ქნა" საქართველომ :)
2015, 25 მაისი, 22:05
ყველგან მაფია როა ეგ ცხადია მაგრამ... მიშას ასე თუ აღელვებდა ეგ საკითხი ბიძოზე მეტი თუარა ნაკლები არ აქვს და შეეძლო რაღაც გაეკეთებინა :) თუმცა საქართველო და ეს მთავრობა ვის უნდა გაელანძღა მერე... :)
2015, 25 მაისი, 19:13
იმასაც ამბობენ მიშა იმ ქულებს, 3-ე და 5-ე ადგილზე რომ გასულიყო საქართველო- ყიდულობდაო და მაინც სახელი იყო საქართველოსი და "ბიძოს" ეგღა აკლდა კაპიკი დაეხარჯა :D :D :D ყველა პროექტის უმთავრესი მიზანია მარკეტინგი და შემოსავალია, ნიჭი არ ფასობს :((
2015, 25 მაისი, 8:45
საბერძნეთმა და ისრაელმა რო ქულები არ მოგვცა სხვაზე რა უნდა ვთქვათ :) მიშა კიდევ რო ამაყობდა მთელ მსოფლიოს გავაცანი საქართველოო ახლა რა სინდისით ამბობს მაგას? სომხეთი და აზერბაიჯანი ისედაც "გვიცნობდნენ " :)
2015, 24 მაისი, 22:42
მადლობა ალექს
2015, 24 მაისი, 22:08
კარგია .. გავზიარდეთ აქაც
2015, 24 მაისი, 21:39
ამაში მთლიანად გეთანხმებით.
2015, 24 მაისი, 20:01
სუბლატი ნიჟარაძესაც და ბევრ სხვასაც სჯობია. ჩვენი პრობლემა არა მომღერალი, არამედ, შესარჩევი კონკურსის ჩატარებაა. კონკურს ატარებს არხი, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 2% უყურებს, შესაბამისად, კონკურსზე არა საქართველოს არჩეული სიმღერა, არამედ ამ არხის მაყურებლების მოწონებული სიმღერა მიდის.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10