x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს
image"მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით "ევროვიზიის" კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს- ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გადავიდა.

ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა "ევროვიზიის" საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.


მინდა თხოვნით მოვმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.


ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ "ევროვიზიას" საქართველოში.



წარმატებები ნინას და მთელ საქართველოს!"

0
126
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0