x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134497
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
მილიარდელები,პოლიტიკოსები და მათი იაფასიანი მაჯის საათები
მაჯის საათი ერთ-ერთი ის აქსესუარია, რომელსაც თავს უფლებას აძლევს ატარებდეს საქმიანი მამაკაცი.ამიტომაც ცნობილი პერსონები არ ინანებენ თანხას, რომ ატარონ ცნობილი, ძვირფასი ბრენდების საათები, თუმცა არიან უმდიდრესი და გავლენიანი პირები, რომლებიც არაფრად მიჩანიათ ძვირფასი საათები და უპირატესობას ანიჭებენ ისეთ საათებს, რომელსაც ბაზრობაზე სულ რაღაც 10$-ად შეიძენთ...


1-რომან აბრამოვიჩი, მილიარდელი, ბიზნესმენი, კერძო ინვესტორი, უკეთია საათი Polar M61-ფასი100$.

Polar-ის საათი გამოირჩევა იმით, რომ მას დატანებული აქვს პულსომეტრი და კარდიომონიტორი, გათვალისწინებულია ძირითადად სპორტსმენებისთვის.პირველად ამ საათით მილიარდელი 2012 წელს გამოჩნდა ლონდონის სასამართლოზე, მას შემდეგ იგი ხშირად შეუმჩნევიათ ამ მარკის საათით ხელზე, დასვენებისას თუ სტადიონზე.



image




2-ბილ გეიტსი კომპანია Microsoft-ის დაამარსებელი, მაჯაზე უკეთია
Casio, ფასი 10$.

2014 წელს ინტერვიუს დროს ჰკითხეს რა საათი გიკეთიათ ხელზე? გეიტსმა უპასუხა:"უბრალო ათ დოლარიანი საათი".შეგახსენებთ მისი ქონება 79, 2მლრდ$-ია.

image



3-ლი კა-შინი-კომპანიების Cheung Kong Group და The Hutchison Whampo-ს მფლობელი.უკეთია ხელზე Seiko, ფასი 50$.


ყველაზე მდიდარი ადამიანი აზიაში, მისი ქონება 33, 3 მილიარდი დოლარია.იგი სიამაყით აცხადებდა, რომ მრავალი წელი ატარებდა საყვარელ 50 დოლარიან Seiko-ს.მან ახლახან შეცვალა იგი Citizen-ით.

image


4-ჰანს რაუსინგ-უფროსი-Tetra Laval-ის მემკვიდრე, მაჯაზე უკეთია საათი, Timex, ფასი $40.


მეორე ადამიანი სიმდიდრით შვეციაში მისი ქონება 12.5 მილიარდი $-ია.ფოლობს 900 აკრ მიწას ბრიტანეთის სუსეკში, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტოკოლექცია...მაგრამ იკრეჭავს თმებს იაფასიან სოფლის საპარიკმახეროში, ითხოვს საპენსიო ფასდაკლებას სხვადასხვა ღონისძიებების ბილეთებზე და ატარებს იაფასიან საათს.

image


5-ლოიდ ბლანკფეილი, CEO Goldman Sachs, ატარებს Swatch-ს, ფასი$100


Forbes-ის მიხედვით იგი 2014 წელს შეყვანილია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ზეგავლენიან ადამიანთა სიაში .მან აღიარა, რომ Swatch-ს თაყვანისმცემელია, რომლის ფასიც 100 დოლარს არ აჭარბებს.აქვს ვერცხლისფერი და შავი.

image

6-ჩაკ ფინი კომპანია The Atlantic Philanthropies Casio-ს დამაარსებელი.ატარებს Casio-ს.ფასი 15$.


მილიარდელს არა აქვს საკუთარი სახლი და არ ყავს ავტომობილი, ხოლო ხელზე უკეთია პლასტმასის Casio.აი რა განაცხადა ფინმა:"თუ მე შემიძლია გავიგო რა დროა 15 დოლარიანი Casio-თი, რომელსაც ელემენტი 5 წელი უძლებს, მაშინ რატომ შევიძინო Rolex-ი?".

image


7-რომის პაპი-ატარებს Swatch-ს.

ამჟამინდელი კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პროპაგანდას უწევს სისადავეს.აცვია სადად, ატარებს უბრალო მეტალის ჯვარს.ამიტომ ჟურნალისტებს არ გაკვირვებიათ, როდესაც პაპის ხელზე უბრალო პლასტმასის Swatch-ი ამოიცნეს.

image


8-ჯონ ბოგლი-კომპანია Vanguard Group-ის დამაარსებელი.მაჯის საათის ფასი 14$.


ეს საათი ლეგენდარულმა ინვესტორმა საჩუქრად მიიღო 1995 წელს, საათზე ამოტვიფრული იყო კომპანიის სახელი, ბიზნესმენს უფლება არ ჰქონდა საჩუქრად მიეღო საგანი, თუ მისი ღირებულება 50$-ს აღემატებოდა, გაიგო რა ბოგლმა საათის ღირებულება-14$, იმის შემდეგ მაჯიდან აღარ მოუშორებია.

image

2
516
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
516
  
2015, 23 მაისი, 20:09
მეც გეთანხმები
2015, 23 მაისი, 20:08
"თუ მე შემიძლია გავიგო რა დროა 15 დოლარიანი Casio-თი, რომელსაც ელემენტი 5 წელი უძლებს, მაშინ რატომ შევიძინო Rolex-ი?".


ვეთანხმები 100%

იგივე დამოკიდებულება მაქვს ტელეფონზეც
0 1 2