x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508437
რუსმა მილიარდელმა სარა ბრაიტმანის ნაცვლად მოითხოვა კოსმოსში გაფრენა
image


რუსმა მილიარდელმა ფილარეტ გალჩევმა ისურვა კოსმოსურ ტურისტად გაფრენა მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ მომღერალმა სარა ბრაიტმანმა უარი განაცხადა კოსმოსში გაფრენაზე, მიზეზად ფინანსური უკმარისობა დაასახელა.შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ინგლისელმა სოპრანომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ განაცხადა კოსმოსში ტურისტულ მოგზაურობაზე სურვილი და ინტენსიურადაც ემზადებოდა.



"გალჩევი მაშინვე დაინტერესდა გაფრენით, როგორც კი შეიტყო, რომ სარა ბრაიტმანმა უარი განაცხადა, პრინციპიალურად იგი მზადაა გადაიხადოს 50 მლნ.$.მილიარდელმა უკვე გაიარა ტესტირება და სამედიცინო შემოწმება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც განკუთვნილია კოსმონავტებისთვის, თუ ყველაფერი კარგად დასრულდება გალჩევი კომპანია Space Adventures-თან კონტრაქტს გააფორმებს".-იუწყება "იზვესტია".


ჰოლდინგ "ევროცენტრ ჯგუფის" პრეს-სამსახურმა, რომლის მფლობელიც რუსი მილიარდელია, კომენტარზე უარი განაცხადა.


სამაგიეროდ ფაქტი დაადასტურა როსკოსმოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ბურენკოვმა- "დიახ ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის იქნება ჩვენი თანამემამულე, რომელიც მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი გახდება".


51 წლის ფილარეტ გრაჩევს "Forbes"-ის თანახმად 23-ე ადგილი უკავია ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის.მისი ქონება 4, 4 მლრდ. $-ია.

image

0
82
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0