x
image
worldsport.ge
კობახიძემ ზედიზედ მესამედ გაიტანა

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლუცკის “ვოლინის” შემადგენლობაში უკრაინის პრემიერლიგის ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა.
25-ე ტურში, “ვოლინმა” სტუმრად დონეცკის “ოლიმპიკი” 3:1 დაამარცხა და კობახიძემ წერტილი 75-ე წუთზე დასვა. მან შეუცვლელად ითამაშა. 28 წლის კობახიძემ მიმდინარე სეზონში “ვოლინში” 23 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო. უკრაინის მოქალაქე მცველი თემურ ფარცვანია ლუცკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. დონეცკელებში ორი ტაიმი უკრაინული პასპორტის მქონე მეკარე ზაურ მახარაძემ იასპარეზა.
“ვოლინს” 33 ქულა აქვს და 14 გუნდში მეექვსეა, ხოლო “ოლიმპიკი” 26 ქულით – მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0