x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ფახლავა" სპეციალურად მამაკაცებისთვის - ორიგინალური რეცეპტი
image
"ფახლავა" - ეს აღმოსავლური ტკბილეული ყველასათვის ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი დესერტია. თუმცა, თაფლისგან და ნიგვზსგან მომზადებული "ფახლავა", როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ამაღლებს პოტენციას. ასე რომ, ძვირფასო, ქალბატონებო, შეუდექით საქმეს და მიჰყევით თქვენთვის საყვარელი მამაკაცის გულისკენ მიმავალ გზას, რომელიც, როგორც იცით, კუჭზე გადის...


ინგრედიენტები ცომისთვის:

ფქვილი - 1 კგ.

რძე - 500 მლ.


კვერცხი - 1 ცალი

კარაქი - 100 გ.

მწიკვი მარილი.


ინგრედიენტები გულსართისთვის:

ნიგოზი - 300 გ. (წვრილად დაჭრილი )

დარიჩინი - 1 ჩ.კ.

თაფლი - 200 გ. (ცოტა სქელი)


ცომზე გადასასმელად:

გამდნარი კარაქი - 300 გ. (დაახლოებით არაჟნის კონსისტენციის)


თავზე მოსასხმელად:

გამლღვალი კარაქი - 100 გ.


ცომის ინგრედიენტებისგან მოვზელთ ცომს, გავყოფთ 40 ბურთულად.


მოვამზადებთ გულსართს: ამისთვის ინგრედიენტებს უბრალოდ ერთმანეთს შევურევთ.


ცომის თითოეულ ბურთულას გავაბრტყელებთ რაც შეიძლება თხლად. გადავუსმევთ კარაქს, დავადებთ გულსართს და გადავახვევთ. გადახვევა უფრო ადვილია თუ გამოვიყენებთ ჩხირს, თუმცა შეიძლება მის გარეშეც. მიღებულ რულეტს შევჭმუხნით ორივე მხრიდან, რათა ერთგვარი გარმონისებური ფაქტურა მივიღოთ.


გავაკეთოთ ამგვარი რულეტები ორმოცივე ბურთულისგან. გადავუსვათ თავზე კვერცხის გული და ვაცხობთ 180 გრადუსზე 20 წთ. შემდეგ დავასხამთ გამლღვალ კარაქს და ვაჩერებთ ქურაში კიდევ 30-40 წთ.

imageimageimageimageimageimage


თქვენი "ფახლავა" მზადაა. მერე რა, თუ დიდი დრო წაგართვათ, მთავარი ისაა, რომ დესერტი დაუვიწყარი გამოვა, საყვარელი მამაკაცი კი თქვენს ამ შრომას ნამდვილად დააფასებს.




1
795
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
795
  
2015, 23 მაისი, 13:22
G–გ
0 1 1