x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კოტე თოლორდავას დედის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. "ჭორებს ნუ ავრცელებთ, თორემ პასუხს აგებთ!"-ასმათ ტყაბლაძე
image


ამ ბოლო დროს, სხვადასხვა ინტერნეტ საიტები ხშირად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, რომელიმე ცნობილი ქართველის გარდაცვალების შესახებ. ამით ისინი საკუთარი რეიტინგს იწევენ.

ასეთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა გუშინ, მსახიობ კოტე თოლორდავას დედის, ქალბატონ ელენე ხოშტარიას გარდაცვალების შესახებაც. ეს ინფორმაცია გაავრცელმა ერთ-ერთმა საიტმა, socialmediaontheweb.net-მა, რომელიც შემდეგ ზოგიერთმა სხვა საიტებმაც აიტაცეს. ზოგს კოტეს დედა მსახიობი ასმათ ტყაბლაძეც კი ეგონა.

როგორც იცით, მსახიობი კოტე თოლორდავა, ამა წლის 11 აპრილს, მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. რუსეთის დედაქალაქში იგი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

კოტეს დედისთვის, ელენე ხოშტარიასთვის, ერთადერთი შვილის გარდაცვალება, რა თქმა უნდა რომ ძალიან მძიმე გადასატანია. კოტეს დედა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი 4 დღის განმავლობაში, აპარატზე შეერთებული ებრძოდა სიკვდილს. ღვთის წყალობით, შეძლო ქალბატონმა ელენემ მდგომარეობოდან გამოსვლა და ახლა იგი შედარებით უკეთესად არის.


როგორც მისი რძლის, განო მელითაურის გუშინ დილით გავრცელებული ინტერვიუდან ჩანდა, ქალბატონი ელენე უკეთესად იყო და იგი აპარატიდან მოხსნეს. ზოგიერთმა საიტებმა სიტყვა "მოხსნა" გაიგეს როგორც "აპარატის გათიშვა" და ქალბატონის გარდაცვალების ცნობა გაავრცელეს.

ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ამ ფაქტს ადასტურებდა მათი ოჯახის მეგობარი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე.

ასმათ ტყაბლაძე ამის გამო გაოგნებულია, რადგან მას არანაირი ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი სააგენტოსთვის არ მიუცია. იგი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს ამ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით:


"მინდა ყველამ გაიგოს! კოტე თოლორდავას დედა არის უკეთ! ჭორებს ნუ ავრცელებთ! მსგავსი არაფერი არ თქმულა, ვითომ ცუდი ამბავი მოხდა, არც მინდა ვთქვა რა ჭორიც გაავრცელეს! დღეგრძელი იქნება, რომ თავის შვილიშვილებს დიდხანს უყუროს! ვიღაცა სულელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია!

გთხოვთ გაიგოთ სიმართლე და ისე გაავრცელეთ ინფორმაცია, თორემ პასუხს აგებთ!"


image

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0