x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
40 გასაოცარი ფაქტი კატების შესახებ

image
1. ძუ კატები, როგორც წესი მემარჯვენეები არიან, ხოლო ხვადი კატები ცაციები.
2. კატების პატრონთა 17% მეცნიერები არიან.
3. კატები ვერ გრძნობენ სიტკბოს.
4. მამაკაცები, რომელთაც კატები ჰყავთ, სიყვარულში უფრო უმართლებთ.
5. კატებისა ტვინი ჰგავს ადამიანის ტვინს.
6. კატები ეხახუნებიან ადამიანებს, რათა "მონიშნონ" ისინი, როგორც მათი ტერიტორია.
7. კატების ზედმეტ სიყვარულს "აილუროფილია" ეწოდება.
8. ისინი ამცირებენ ადამიანის ინფარქტის და ინსულინის რისკს მესამედით.
9. ზოგადად, კატებს უფრო დაბალი IQ აქვთ ვიდრე ძაღლებს, მაგრამ კატის დაინტერესების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ბევრად უფრო რთული პრობლემა გადაჭრან, ვიდრე ძაღლებმა.
10. კატებს ხშირად აწუხებთ ლაქტოზის აუტანლობა, ამიტომ ნუ მისცემთ მათ რძეს.
11. მულტფილმებში იტყუებიან : აჯობებს არ გამოკვებოთ თქვენი კატა უმი თევზით.
12. ამბობენ, რომ ისააკ ნიუტონმა გამოიგონა კარი კატებისთვის.
13. კატის კრუტუნი როგორც შეიძლება მოასწავლებდეს მის კმაყოფილებას, ასევე ნერვოზულ მდგომარეობას.
14. კატებს ძინავთ თავიანთი ცხოვრების 70%-ის განმავლობაში.
15. კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ხმა, ხოლო ძაღლებს - 10.
16. ყველაზე გრძელი კატა - 1, 2319 მეტრია.
17. კატებს შეუძლიათ შეცვალონ "მიაუ" სხვა ხმებით, რათა ადამიანის ყურადღება მიიპყრონ. ხანდახან ისინი გამოსცემებ ბავშვის ხმას, რათა მიიღონ საკვები.
18. დღესდღეისობით დედამიწაზე 500 მილიონი სახლის კატა არსებობს. ყველაზე "კატურ" ქვეყანად ითვლება ავსტრალია. აქ 10 ადამიანზე 9 კატა მოდის.
19. ყველაზე ძველი ვიდეო კატების მონაწილეობით, გადაიღეს 1894 წელს.


20. დაახლოებით 1/3 ადამიანებისა, რომელთაც ჰყავთ კატა, ფიქრობენ რომ მათი შინაური ცხოველები კითხულობენ მათ აზრებს.
21. კატამ სახელად დასტი, მოხსნა მსოფლიო რეკორდი შთამომავლობის მხრივ. მან თავისი ცხოვრების განმავლობაში გააჩინა 420 კნუტი!
22. ზრდასრულ კატებს 30 კბილი აქვთ. კნუტებს კი 26. აღსანიშნავია, რომ კატები კბილს იცვლიან 6 თვის ასაკიდან.
23. ძალიან უცნაური ფაქტი: ალიასკის შტატის ერთ-ერთი ქალაქის, ტალკიტნას მერი 15 წლის განმავლობაში იყო კატა სახელად სტაბსი!
24. აბრაამ ლინკოლნს თეთრ სახლში ჰყავდა 4 კატა.
25. "კონკიას" ორიგინალ ვერსიაში კეთილი ფერია იყო არა ადამიანი, არამედ კატა!
26. შოტლანდიაში არის კატის სახელად ტაუზერის ქანდაკება, რომელმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში დაიჭირა 30 000 თაგვი.
27. შუა საუკუნეებში, კატებს უკავშირებდნენ შავ მაგიას, რის გამოც წმინდა იოანეს დღეს, მთელს ევროპაში კატებს საჯაროდ წვავდნენ.
28. ევროპისა ბევრ ქვეყანაში, ასევე ამერიკაშიც, შავი კატა ითქვლება უიღბლობის ნიშნად, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში პირიქით, იღბალის მომტანად.
29. თუ თქვენი კატა თავის ფეკალიებს ტოვებს საჯაროდ, ისე რომ არც ცდილობს მის დამალვას, იცოდეთ, კატა აგრესიულადაა განწყობილი, ეს ჟესტი კი ნიშნავს, რომ მას თქვენი არ ეშინია.
30. კატები "ისუფთავებენ" თავს, რადგან მათ არ ასდიოდეთ ადამიანის სუნი.
31. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, კატები წამოიქმნენ ნოეს კიდობანზე, როდესაც ლომმა დააცემინა.
32. ძველ ეგვიპტეში, როცა კატა კვდებოდა, გლოვის ნიშნად, ოჯახის ყველა წევრი წარბებს იპარსავდა.
33. სახლის კატები უფრო სწრაფად დარბიან, ვიდრე უსეინ ბოლტი.
34. კატები ცნობენ თქვენს ხმას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აიგნორებენ მას.
35. კატის მხედველობა ადამიანისაზე უკეთესიცაა და უარესიც, რადგან ისინი არაჩვეულებრივად ხედავენ ღამე, მაგრამ ვერ არჩევენ ფერებს.
36. არსებობენ კატები, რომლებმაც გაუძლეს ვარდნად 230 მეტრიანი სიმაღლიადნ.
37. ეგვიპტელები ეძახდნენ კატებს "მაუ"-ს.
38. კატები ინახავენ 1000-ჯერ მეტ ინფორმაციას, ვიდრე აიპადი.
39. კატებს შეუძლიათ გადალახონ უამრავი დაბრკოლება, ოღონდაც ისინი დაბრუნდნენ სახლში.
40. და ბოლოს, კატები მართლაც ყველაზე მაგარი არსებები არიან!

5
737
8-ს მოსწონს
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
737
  
2015, 29 მაისი, 14:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 23 მაისი, 21:39
მიყვარს,მიყვარს,მიყვარს უზომოდ უსაზღვროდ.ადამიანს ვისაც ცხოველის სიყვარული არ შეუძლია იცოდეთ ბევრს სითბოს და სიყვარულს იკლებთ :)
2015, 23 მაისი, 20:32
კიი ყველზე მაგარი და საყვარელი არსებები არიან 33 333
2015, 23 მაისი, 20:03
დიდი მადლობა
2015, 23 მაისი, 13:58
თქვენი სტატია ძალიან მომეწონა და ფეიზბუკის ფისომოყვარულების ჯგუფში დავდე.
0 1 5