x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნინა სუბლატი მიმართვას ავრცელებს-"ეს საიტები და გვერდები მხოლოდ თქვენს ერთ ადგილზე ნუ ფიქრობთ! იყავით პატრიოტები! "(+ვიდეო)
image
მუსიკალური ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტმა, არაორდინალურმა, ულამაზესმა და ძლიერი ხმის ტემბრის მქონე ნინა სუბლატმა, ევროვიზია 2015-ზე საქართველო საკუთარი სიმღერით "Warrior"-ით ანუ "მებრძოლით" და საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბით წარადგინა.

წარმატებული გამოსვლის შემდეგ ნინა სუბლატი პირველი ნახევარფინალური ტურის საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ნინა სუბლატი სოციალური ქსელის " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს მიმართვას და ვიდეოს და მოუწოდებს საიტებს, გვერდებს და სრულიად ქართულ საზოგადოებას, რომ მხოლოდ ეს კონკრეტული ვიდეო გააზიარონ, რადგან ვიდეოს უნდა ჰქონდეს ძალიან ბევრი ნახვა:

"მეგობრებო, საიტებო, გვერდებო და ასე შემდეგ: თხოვნა იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ეს ვიდეო დააშეაროთ და არა სხვა! ეს საიტები და გვერდები მხოლოდ თქვენს ერთ ადგილზე ნუ ფიქრობთ! ვიდეომ ბევრი ნახვა უნდა მოაგროვოს ფინალამდე!!! ძააალიან ბევრი! ამიტომ დაანებეთ თავი ცალ-ცალკე დადებას! იყავით პატრიოტები! მადლობა წინასწარ!"


imageგთავაზობთ ვიდეოს, რომლის გაზიარებასაც გთხოვთ მომღერალი:


ნინა სუბლატი თავისი გამოსვლით კმაყოფილია, რაც მისი "ფეისბუქის" პოსტიდან ჩანს:

"გილოცავთ! იმის მიუხედავად, რომ თეთრი ანგელოზები გვებრძვიან, ჩვენ შავი "ვორიორები" ვართ და ჩვენ ევროპა ვართ!"

imageწარმატებები ნინა სუბლატს!

მან მართლაც "ფურორი" მოახდინა სცენაზე! მისი გამარჯვება, ხომ საქართველოს გამარჯვებაა!

ქართველ საზოგადოებას სჯერა ნინა სუბლატის წარმატების!

იმედია ფინალშიც ვიხილავთ მას და გამარჯვებული დაუბრუნდება საქართველოს!

21 მაისს გაიმართება "ევროვიზია 2015-ის" მეორე ნახევარფინალი, ხოლო ფინალი შედგება 23 მაისს.

შევუსრულოთ თხოვნა ნინა სუბლატს და გავაზიაროთ ვიდეო!

2
251
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
251
  
2015, 21 მაისი, 19:05
მაგრამ '' თქვენს ერთ ადგილზე '' გამოთქმა კალკაა - რუსული გამოთქმიდან - про свою ж... და ქართველისათვის საკმაოდ უადგილოა ...
2015, 21 მაისი, 17:53
მაგარია, ნინა – შენ მითიურ არწივს ჰგავხარ - ვაჟა ფშაველა მომაგონდა ...
0 1 2