x
image
worldsport.ge
“სიტი” სტერლინგს კვირაში 200 000-ს სთავაზობს

image“მანჩესტერი სიტიმ” “ლივერპულის” გარემარბ რახიმ სტერლინგს ხელფასის სახით კვირაში 200 000 გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. ამის შესახებ Daily Express-ი იუწყება.
20 წლის ფეხბურთელი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა, რადგან “ლივერპულის” ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ მოილაპარაკა. სხვადასხვა ინფორმაციით სტერლინგს ლივერპულელთა მიერ შეთავაზებული წელიწადში 7, 3 მილიონ ევროზე მეტის მიღება სურს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში სტერლინგმა 11 გოლი გაიტანა. სამშაბათს ის “ლივერპულის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, მაგრამ ჯილდოს მიღების ცერემონიიის დროს გულშემატკივრებმა უსტვინეს, რადგან გუნდიდან წასვლა სურს.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0