x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვარსკვლავები, რომლებიც პაპარაცებმა "გამოიჭირეს"
პაპარაცების მიერ დაფიქსირებული ეს ფოტოები კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ვარსკვლავებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არაა.


1. პამელა ანდერსონი

imageპამელა ანდერსონი უკვე მერამდენედ მოხვდა პაპარაცების კლანჭებში... როგორც ჩანს მისი შორტების ელვა-შესაკრავი მთლად მწყობრში არ არის.



2. მაილი საირუსი

image

და მაინც, რას გამოხატავს მისი ასეთი მიმიკა? ალბათ ძნელად თუ მიხვდება ადამიანი...


3. რიზ უიზერსპუნი

image

ძნელი სათქმელია, რა მოისმინა მსახიობმა ისეთი, ამგვარი მიმიკა რომ მიიღო. ერთის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, სახის კუნთები სრულ წესრიგში აქვს და არც ბოტოქსით არის "პარალიზებული".


4. კეიტ მოსი

image

როგორც ჩანს სუპერმოდელი ვიღაცამ ძალიან გააბრაზა...ან კიდევ, ავატარის ახალ სეზონში უგრიმოდ გადაღებისთვის ემზადება...

5. კრისტენ დანსტი

image


დიდი ეშვები რომ აქვს ეს ჯერ კიდევ "ვამპირთან ინტერვიუში" შევნიშნეთ, მაგრამ წინა კბილები? იმედია, ეს სტომატოლოგის სასტიკი ხუმრობა არ იქნება...


6. სინდი კროუფორდი

image


რას აკეთებს სილამაზის ეს ეტალონი? ამას თქვენ თვითონაც მიხვდებით...


7. ემა უოტსონი

image

ლუდი, მთელი ლანგარი მავნე საკვები და მეგობრებთან ერთად გატარებული უქმეები... ერთადერთი, რაც შეზარხოშებულმა მსახიობმა ვერ გათვალა ის არის, რომ შეიძლებოდა პაპარაცები წამოსდგომოდნენ თავზე.


8. კიფერ საზერლენდი


image

ვისთვის და რის დამტკიცებას ცდილობს მსახიობი საჯარო ადგილზე ჩახდილი შარვლით? თუმცა არა მხოლოდ შარვალია ჩახდილი...


9. კრისტინა რიჩი


image


როგორც ჩანს, გოგონა სულაც არ არის წინააღმდეგი დროდადრო კლუბებში ალკოჰოლის მიღებისგან. ბედად, მსახიობს ერთგული მეგობრები ჰყავს, რომლებიც მძიმე სიტუაციებში გვერდში უდგანან... ან კიდევ დასცინიან...


10. კრისტინა აგილერა

image


როგორც ჩანს, ვარსკვლავებიც არ არიან დაზღვეულნი წარუმატებელი მაკიაჟისგან.


11. ლინდსი ლოჰანი

image

მსახიობს ღრმა ძილით სძინავს, გაღებული პირით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ხვრინავს კიდეც... მისი მეგობარი კი ცხვირზე ხელს იფარებს. რას ნიშნავს ეს? ნუთუ მთვრალ მსახიობს უსიამოვნო სუნი ამოდის?





2
1193
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1193
  
2015, 20 მაისი, 13:11
გავაზიარე
2015, 20 მაისი, 10:54
ლინდსი ლოჰანი ორგაზმს განიცდის მგონი :)) რა გამოსაჭეი ფოტოები ეგ იყო :D მილიოჯერ უარესი თუ უკეთესი მინახავს :D
0 1 2