x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კატა ჯიქია რეალურ ცხოვრებაში. მსახიობი დიდ სკანდალში გაეხვა
image
მსახიობი ეკა ჩხეიძე საზოგადოების დიდმა ნაწილმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცნო. უკვე წლებია მარჯანიშვილის თატრის სცენაზე დგას, მაგრამ ტელევიზიას თეატრისაგან განსხვავებით მაგიური ძალა აქვს, ადამიანს სულ რამდენიმე საათში ხდის ცნობადს. მსახიობი სერიალში საკმაოს სახასიათო და საინტერესო პოლიტიკოსი ქალის, კატა ჯიქიას როლს ასრულებს.

ალბათ არ იცოდით, რომ ეს ქალბატონი, თქვენ რომ კატა ჯიქიას როლით გაიცანით უნიჭიერესი მსახიობი ეკა ჩხეიძეა. თავის წრეში მას ყველა კარგად იცნობს. ეკა მედეა ჩახავას შვილიშვილი და თემურ ჩხეიძის ქალიშვილია. ალბათ აღარ იკითხავთ მსახიობობა რატომ გადაწყვიტა. მისთვის ოჯახისშვილობა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომელიც ღირსეულად უნდა ზიდო. "ოჯახი პასუხისმგებლობაა, ოჯახიშვილობა კი-დიდი ტვირთი, პატივისცემა, მოწიწება და რიდი. როცა თავად ქმნი ოჯახს, მერე უკვე სხვაგვარია პასუხისმგებლობაც, მას მუდმივად სჭირდება მოვლა და დაცვა"-ამტკიცებს მსახიობი.image

ეკას შეუძლი დაიფიცოს, რომ პროფესიული თვალსაზრისით მისთვის დახმარება ოჯახის წევრებს არასდროს გაუწევიათ, ყველაფერს საკუთარი დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. "არც მამა მაკადრებს, რომ საქმე ჩამიწყოს სადმე, ამით ჩემი ოჯახიც შეურაცხყოფილი დარჩება. მას არაერთხელ უთქვამს, რომ თუ არსებობს მსახიობი, რომელიც ზუსტად მოიხდენს როლს, რომელიც მის წარმოდგენაში ჩემთვის არის განკუთვნილი, აუცილებლად სხვას აიყვანს და არა საკუთარ შვილს. არ სურს ერთი გვარი აფიშაზე ორჯერ ფიგურირებდეს"-გვიამბო ეკამ. ეკას ორი შვილი ჰყავს, 23 წლის ქალიშვილი ინანო და 10 წლის ვაჟი.image
მსაიობი სულ ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთ ჟურნალში სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ეკა გვიამბობდა, რომ დედამთილთან უთანხმოება აქვს, რის გამოც ის ქმრისაგან მოშორებით ცხოვრობს, თუმცა მეუღლეს არ გაშორებია და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

"ერთი შეკითხვა მაქვს: როდესაც ჟურნალისტი გთხოვს ინტერვიუს, შენ უარს ეუბნები, იმიტომ, რომ პირადზე საუბარი არასწორად მიგაჩნია.. ის მაინც არ გეშვება-გირეკავს, ინბოქსში გწერს.. შენ უხსნი: ვის როგორ მოწონს ცხოვრება, არავის ტრ...საქმე არ არის! ის მაინც გწერს, ( თან ვითომ ძალიან მეგობრულად) გევაჭრება და შენ უხსნი საქმის ვითარებას, მიზეზს, თუ რატომ ხარ კატეგორიულ უარზე.....და უცებ ის (ჟურნალისტი) ამ პირად მიმოწერას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სტატიად იყენებს და აქვეყნებს.ახლა კი შეკითხვა-რა ქვია ასეთ საქციელს?"-წერს ეკა სოციალურ ქსელში.


ამ ყველაფერს ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილიც ეხმაურება და მსახიობთან მიმოწერის მცირე ნაწილს ასაჯაროვებს: "თავად რომ გთხოვენ, მასალის ჩასწორებას, ქმარზე წარსულში ვლაპარაკობდი, ახლა ერთად არ ვართ და ჩაასწორეო და მერე შენ ხარ კიდევ უსინდისო, მოტყუებით გამოსტყუე თურმე ინტერვიუ, აი ეს, რბილად რომ ვთქვა, მაოცებს!". "თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე მისი მეგობარი ვარ და გული უნდა გადამიშალოს ეს მისი პრობლემაა"-დასენს ჟურნალისტი.imageimageimage
imageimageimage




0
2378
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0