x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კოტე თოლორდავას დედა სიკვდილს ებრძვის

imageმსახიობ კოტე თოლორდავას მთელი საქართველო იცნობდა და საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარდა. ის სულ ცოტა ხნის წინ, 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოტემ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს ვეღარ გაუძლო. მეგობრების მტკიცებით, მსახიობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რამდენიმეგან მუშაობდა, რათა ბინის კრედიტი გადაეხადა.

კოტე თოლორდავას დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ქალბატონი ვაჟის გარდაცვალებამ ძალინ მოტეხა. ხვალ კოტეს ორმოცი იყო და დედამ გარდაცვლილ შვილზე დარდს ვეღარ გაუძლო. ქალბატონი ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის, აპარატზეა მიერთებული. ამ ყველაფრის თაობაზე ინფორმაციას კოტეს ოჯახის ახლობელი, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ავრცელებს: "კოტე თოლორდავას დედა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ხვალ კოტეს ორმოცია და დედამისი ემერჯენსში აპარატზეა ჩართული. ვერ გაუძლო შვილის უბედურებას, ღმერთო სიმშვიდე მიეცი!".image

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა 9 წლის მანძილზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ, თუმცა ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით, სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მსახიობი დაქორწინებული გახლდათ, მსახიობ მარიამ ჯოლოგუაზე. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ბუკა ჰყავს. კოტე თოლორდავასა და მის მეუღლეს, განო მელითაურს შვიდწლიანი ქორწინება აკავშირებდათ. მათ ორი შვილი, ტასო და თარაში ჰყავთ. განო ამჟამად 4 თვის ორსულია. კოტეს ბინის კრედიტი ჰქონდა, რომლის გადახდაც ვერ მოასწრო, ამიტომაც მის ოჯახს ქუჩაში დარჩენა ემუქრებოდა. საბედნიეროდ რამდენიმე კომპანიის დახმარების შედეგად ოჯახი ჯერჯერობით ახერხებს ბინის შენარჩუნებას.

ვუსურვოთ კოტეს დედას გამოჯანმრთელება და მხნეობა. image

0
859
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0